კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

online pediatria აბორტი ადენომიოზი ალკოჰოლიზმი ასო ბავშვის სქესი გაგნოლონი გინეკოლოგი გინეკოლოგია დერმატოლოგია დიეტა დოემნტოლი დომენტი გაგნიძე ექომამოგრაფია ვიტამინები ვიტამინი ვიტილიგო თერაპია თირკმელები თირკმელი იმუნორეაქტიული ტრიფსინი ინსულტი კანი კითხვა კონტრაცეპტივი კრისტალები მადლობთ წინასწარრ მეან- გინეკოლოგია მედი მეწაღის გულმკერდი მონუნოკლეოზა ორსულობა ოფთალმოლოგია სავალდებულო სიმაღლე სისხლის საერთო ანალიზი სოკო ფეხის სოსკო ფეხმძიმობა ქალიშვილობის დაკარგვა შეკითხვა ჰემანგიომა ჰეპატიტი ჰიდრონეფროზი - – - – - – - – - – - – - – - – - – - - (511)
ბავშვთა ნევროლოგია (116)
დერმატოლოგია (1,410)
ენდოკრინოლოგია (580)
ვენეროლოგია (39)
თერაპია (959)
კარდიოლოგია (106)
მეან–გინეკოლოგია (3,940)
ონკოლოგია-რადიოლოგია (199)
პედიატრია (1,598)
სექსოლოგია (712)
სტომატოლოგია (116)
ტრავმატოლოგია-ორთოპედია (443)
უროლოგია–ანდროლოგია (729)
ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია (356)
ფსიქოლოგია (504)

WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.

ინფექციური დაავადებები

აპრ

6

2010

შესაძლებელი კითხვები და პასუხები:

ამებიაზი – დაავადების გამომწვევია Entamoeba histolytica, რომელიც შეიძლება არსებობდეს სამი ფორმით: დიდი ვეგეტატიური (ქსოვილოვანი). მცირე ვეგეტატიური (სანათუროვანი) და ინცისტირებული (ცისტების სახით). ვრცლად…..

ბალანტიდიაზი – პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებით და მძიმე მიმდინარეობით. ვრცლად…..

ბალანტიდიაზი – პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება მსხვილი ნაწლავის წყლულოვანი დაზიანებით და მძიმე მიმდინარეობით. ვრცლად…..

ცოფი hydrophobia – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც წარმოიქმნება დაზიანებულ  კანზე დაინფიცირებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ხასიათდება თავისებური ენცეფალიტის განვითარებითა და სასიკვდილო გამოსავლით. ვრცლად…..

,,კატის ნაკაწრის” დაავადება – (კეთილთვისებიანი ლიმფორეტიკულოზი, არაბაქტერიული რეგიონალური ლიმფადენიტი) – მწვავე ინფექციური დავაადება, რომელიც წარმოიქმნება დაინფიცირებულ კატებთან კონტაქტის დროს – კბენის, გაკაწვრის, დანერწყვის დროს. ხასიათდება ცხლებით, რეგიონალური ლიმფადენიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ზოგჯერ პირველადი ეფექტითა და ეგზანთემით. ვრცლად…..

ბოტულიზმი - ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომელსაც იწვევს ანაერობული მიკროორგანიზმი; მიმდინარეობს უმთავრესად ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. ვრცლად…..

ბრუცელოზი – ზოონოზური ინფექციურ-ალერგიული დაავადება; ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, ნერვული და სასქესო სისტემების დაზიანებით. ვრცლად….

ვირუსული ჰეპატიტები (ბოტკინის დაავადება) – ვირუსული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი ინტოქსიკაციითა და ღვიძლის უპირატესი დაზიანებით. მათ მიეკუთვნება ვირუსული ჰეპატიტი А (ინფექციური ჰეპატიტი), ვირუსული ჰეპატიტი В (შრატისმიერი ჰეპატიტი) და არც А და არც В ჰეპატიტი. ვრცლად…..

ჰელმინთოზები – დაავადებები, რომლებსაც იწვევს ორგანიზმში დასახლებული პარაზიტული ჭიები – ჰელმინთები და მათი ლარვები. ვრცლად…..

ეტიოლოგა. პათოგენეზი. გამომწვევია ღორის სოლიტერის ლარვული სტადია (ცისტიცერკი). ცისტიცერკოზი ვითარდება კუჭში ღორის სოლიტერის კვერცხების მოხვედრისას. ვრცლად…..

ჰემორაგიული ცხელება – ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (ჰემორაგიული ნეფროზონეფრიტი) – წარმოადგენს მწვავე ვირუსულ-კეროვან დაავადებას, რომელიც მიმდინარეობს ინტოქსიკაციით, ცხელებით, თირკმლის სინდრომითა და ჰემორაგიული გამოვლინებებით. ვრცლად…..

ჰერპესული ინფექცია – დაავადება, რომელიც განპირობებულია მარტივი ვირუსით; ხასიათდება კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებით, ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თვალის, ნერვული სისტემისა და შინაგანი ორგანოების დაზიანებაც. ვრცლად…..

გრიპი – მწვავე ვირუსული დაავადება, ანტროპონოზი; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციითა და რესპირატორული ტრაქტის დაზიანებით. ვრცლად…..

დიზენტერია – ინფექციური დაავადება გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით; გამომწვევია შიგელების სახეობის ბაქტერიები. მიმდინარეობს მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილის ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ვრცლად…..

დიფთერია – მწვავე ინფექციური დაავადება გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ხახის, ცხვირის, ხორხის, ტრაქეის, იშვიათად სხვა ორგანოების ლორწოვან გარსების კრუპოზული ან დიფთერიული ანთებითა და ზოგადი ინტოქსიკაციით. ვრცლად…..

იერსინიოზი – მწვავე ინფექციური დაავადება; მიეკუთვნება ზოონოზებს. ადამიანის დასნებოვნების ძირითადი გზა ალიმენტურია. დაავადებული ადამიანი საშიში არ არის გარშემომყოფებისათვის. ვრცლად…..

კამპილობაქტერიოზი (ვიბროზი) – ზოონოზური წარმოშობის მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, ცხელებით, კუჭ-ნაწლავის დაზიანებით, ზოგადი ინტოქსიკაციით. ახალშობილებში არაიშვიათად მიმდინარეობს სეპტიკური დაავადების სახით. ვრცლად…..

ყივანახველა – მწვავე ინფექციური დაავადება; მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს; ხასიათდება სპაზმური ხველის შეტევებით. აღინიშნება ადრეული ასაკისა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში. ვრცლად…..

წითელა rubeola – მწვავე ვირუსული დაავადება, გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სასუნთქი გზების კატარითა და ლაქოვან – პაპულოზური  გამონაყრით. ვრცლად…..

წითურა rubella – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, ლაქოვანი გამონაყრითა და კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძები შესიებით. ვრცლად…..

ლეგიონელოზი – (ლეგიონერების დაავადება, პიტსბურგის პნევმონია, ლეგიონელა-ინფექცია) – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც განპირობებულია ლეგიონელების სხვადასხვა სახეობებით; ხასიათდება ცხელებით, გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციით, მძიმე მიმდინარეობით, ფილტვების, ცენტრალური ნერვული სისტემის, საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით. ვრცლად…..

ლეიშმანიოზები – პარაზიტული დაავადებაა; ადამიანთან მიმდინარეობს შემდეგი ფორმებით: 1. ვისცერული ლეიშმანიოზი; 2. კანის ლეიშმანიოზი; 3. კან-ლორწოვანის ამერიკული ლეიშმანიოზი (ესპუნდია). ვისცერული ლეიშმანიოზი ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, მკვეთრი ლეიკოპენიით, ანემიით, პროგრესირებადი მიმდინარეობით. კანის ლეიშმანიოზისათვის დამახასიათებელია ხანგრძლივად შეუხორცებადი წყლულების განვითარება. ვრცლად…..

ლეპტოსპიროზი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია ლეპტოსპირების სხვადასხვა სახეობები. ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ცხელებით, თირკმელების, ღვიძლის, ნერვული სისტემისა და კუნთების დაზიანებით. მძიმე ფორმების დროს ვითარდება თირკმლის მწვავე უკმარისობა, სიყვითლე და ჰემორაგიული სინდრომი. ვრცლად…..

ლისტერიოზი – ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან; ხასიათდება კლინიკური გამოვლინებების პოლიმორფიზმით. მწვავე ფორმები მიმდინარეობს ჩირქოვანი მენინგიტების, მენინგოენცეფალიტების, სეფსისის, შარდგამომყოფი გზების ქრონიკული, -ხშირად კი მორეციდივე ანთების სახით. სჭარბობს ინფიცირების ალიმენტური გზა. ვრცლად…..

ქუ ცხელება – მწვავე რიკეტსიური დაავადება, რომელიც ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციით, ცხელებით და ფილტვების ხშირი დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს. დასნებოვნება შესაძლებელია იყოს ტრანსმისიური, ალიმენტური ან ჰაერ-მტვროვანი. ვრცლად…..

ლასის ცხელება – მწვავე ვირუსული დავადება ზოონოზების ჯგუფიდან;  ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, მაღალი ლეტალობით, ჰემორაგიული სინდრომით, წყლულოვანი ფარინგიტით, სუნთქვის ორგანოების, თირკმელების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, მიოკარდიტით. ვრცლად…..

მარბურგის ცხელება – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, მაღალი ლეტალობით, ჰემორაგიული სინდრომით, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით. ვრცლად…..

ლამბლიოზი – ლამბლიებით ინვაზია, რომელიც მიმდინარეობს ნაწლავის დისფუნქციით ან როგორც უსიმპტომო პარაზიტმტარებლობა. ინვაზიის წყაროა მხოლოდ ადამიანი. ვრცლად…..

მალარია – მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობებით. ვრცლად…..

მენინგოკოკური ინფექცია – მენინგოკოკებით გამოწვეული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ნაზოფარინგიტის, ჩირქოვანი მენინგიტისა და მენინგოკოკცემიის სახით. მიეკუთვნება ჰაერ-წვეთოვან ანთროპონოზებს. ფართოდაა გავრცელებული მენინგოკოკების ჯანმრთელი მტარებლობა. ვრცლად…..

მიკოპლაზმოზი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევენ მიკოპლაზმები. მიმდინარეობს უპირატესად მწვავე რესპირატორული დაავადებისა და პნევმონიის სახით, იშვიათად ზიანდება სხვა ორგანოებიც. ვრცლად…..

ორნითოზი - მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ფილტვების, ნერვული სისტემის დაზიანებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. მიეკუთვნება ზოონოზებს; ინფექციის რეზერვუარი და დასნებოვნების წყაროა შინაური და გარეული ფრინველები. დაავადება ხშირია წლის ცივ პერიოდში. დადგენილია, რომ მწვავე პნევმონიების 10-20%-ს აქვს ორნითოზული ეტიოლოგია. ვრცლად…..

ჩუტყვავილა chickenpox (varicella) – მწვავე ვირუსული დაავადებაა; გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; განსაკუთრებით ხშირია ბავშვთა ასაკში და ხასიათდება ცხელებით, პაპულურ-ვეზიკულური გამონაყრით, კეთილთვისებიანი მიმდინარეობით. ვრცლად…..

ნატურალური ყვავილი - მწვავე ვირუსული დაავადება; მიეკუთვნება საკარანტინო ინფექციებს. ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით და პუსტულოზური გამონაყრით. ყვავილი ფართოდ იყო გავრცელებული აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ამჟამად ნატურალური ყვავილი ლიკვიდირებულია მთელ მსოფლიოში, თუმცა შესაძლებელია ლაბორატორიული დასნებოვნება სამეცნიერო კვლევების ჩატარების დროს დაავადების შემდგომი გავრცელებით. ვრცლად….

მწვავე რესპირატორული დაავადებები – ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით. ვრცლად…..

პარაყივანახველა – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2-დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10-11 დღეს. ვრცლად…..

პაროტიტი ეპიდემიური (ყბაყურა) – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები 15 წლის ასაკამდე; ხასიათდება სანერწყვე ჯირკვლებისა და სხვა ჯირკვლოვანი ორგანოების ანთებით და ზოგჯერ  სეროზული მენინგიტის განვითარებითაც. ვრცლად…..

რესპირატორულ – სინციტიალური ინფექცია – (ლათ. Respiratio სუნთქვა; ლათ. Syncytium სინციტიუმი; infectio დასნებოვნება) რესპირატორულ – ვირუსული ინფექცია, რომლის დროსაც ზიანდება სუნთქვის ორგანოები, უპირატესად მისი ქვედა ნაწილები, ბრონქიტების, ბრონქიოლიტების, პნევმონიების ხშირი განვითარებით. ვრცლად…..

პედიკულოზი (ტილიანობა) – წვრილი სისხლმწოვი მწერების – ტილების – პარაზიტობა ადამიანის სხეულზე. ტილები ბინადრობენ ადამიანის თმებში (თავის ტილი), თეთრეულზე და ტანსაცმელზე (ტანსაცმლის ტილი), ბოქვენის მიდამოსა და სხეულის სხვა თმიანი ნაწილებზე (ბოქვენის ტილი. მდედრი ტილი ყოველდღიურად დებს 5-15 კვერცხს, რომელიც მჭიდროდაა მიკრული თმებზე და თეთრეულზე. ვრცლად…..

საკვებისმიერი მოწამვლები ბაქტერიული ტოქსინებით – დაავადება, რომელიც ვითარდება სხვადასხვა მიკროორგანიზმების და ბაქტერიული ტოქსინების შემცველი პროდუქტების გამოყენების დროს. მათ მიეკუთვნება ბოტულიზმის ტოქსინით მოწამვლა, Cl. perfringens და სტაფილოკოკური მოწამვლები. მოცემულ სტატიაში აღწერილია მოწამვლა სტაფილოკოკური და Cl. Perfringens ტოქსინით. ვრცლად…..

ფსევდოტუბერკულოზი – მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგფუდან; ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის დაზიანებით, არაიშვიათად ქუნთრუშასებრი გამონაყრით. დასნებოვნება ხდება უპირატესად ალიმენტური გზით. ვრცლად…..

წითელი ქარი – მწვავე სტრეპტოკოკური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანის დაზიანებით, მკვეთრად შემოფარგლული ანთებითი კერის წარმოქმნით, ასევე ცხელებით და ზოგადი ინტოქსიკაციით, ხშირი რეციდივებით. ვრცლად…..

როტავირუსული დაავადებები – მწვავე ვირუსული დავადება; ავადდებიან უპირატესად ბავშვები; ხასიათდება ზოგადი ინტოქსიკაციის სიმპტომებით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანებით, დეჰიდრატაციით. განაპირობებს ყველა ნაწლავური დაზიანებების დაახლოებით ნახევარს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. ვრცლად…..

სალმონელოზი – სალმონელებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადება; ხასიათდება მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებებით, უსიმპტომო მტარებლობიდან მძიმე სეპტიკურ ფორმებამდე. მიმდინარეობს უპირატესად საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაზიანებით (გასტროენტერიტები, კოლიტები). ვრცლად…..

ციმბირის წყლული (ჯილეხი) anthrax – მწვავე ინფექციური დაავადება ზოონოზების ჯგუფიდან. ადამიანთან მიმდინარეობს კანის, ფილტვების, ნაწლავისა და სეპტიკური ფორმებით. ვრცლად…..

ქუნთრუშა Scarlatina (Scarlet fever) – მწვავე ჰაერ-წვეთოვანი ანთროპონოზი; ავადდებიან უპირატესად 10 წლამდე ასაკის  ბავშვები; მიმდინარეობს ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ანგინითა და წვრილწერტილოვანი გამონაყრით. დაავადება მატულობს შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ვრცლად…..

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) – განსაკუთრებით საშიში ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდით, უჯრედული იმუნიტეტის დათრგუნვით, მეორადი ინფექციის განვითარებითა და სიმსივნური დაზიანებით, რომლებიც როგორც წესი, იწვევენ ავადმყოფის სიკვდილს. ვრცლად…..

ტეტანუსი – მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ნერვული სისტემის მძიმე ტოქსიკური დაზიანებით, ტონური და კლონური კრუნჩხვებით, თერმორეგულაციის მოშლით. ვრცლად…..

ტიფ-პარატიფული დაავადებები – (მუცლის ტიფი, პარატიფები А და В) – მწვავე ინფექციური დაავადებების ჯგუფი, გადაცემის ფეკალურ-ორალური მექანიზმით; დაავადებებს იწვევენ სალმონელები და აქვთ მსგავსი კლინიკური გამოვლინებები. ხასიათდებიან ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ბაქტერიემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, ენტერიტით და ნაწლავის ლიმფური აპარატის თავისებური დაზიანებით. მიეკუთვნება ნაწლავურ ანთროპონოზებს. ინფექციის ძირითად წყაროს წარმოადგენენ სალმონელების ქრონიკული ბაქტერიომტარებლები. ვრცლად…..

პარტახტიანი ტიფი ეპიდემიური (typhus exanthematicus) - ეპიდემიური ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ციკლური მიმდინარებით, ცხელებით, სპეციფიკური ეგზანთემით, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სისხლძარღვების დაზიანებით. ვრცლად…..

ტოქსოპლაზმოზი – პარაზიტული დაავადება, რომელიც ხასიათდება ქრონიკული მიმდინარეობით, ნერვული სისტემის დაზიანებით, ლიმფადენოპათიით, მეზადენიტით, მიოკარდის, კუნთებისა და თვალების ხშირი დაზიანებით. პარაზიტის ძირითადი მასპინძელია კატები, რომლებიც გამოყოფენ ოოციტებს; ნიადაგში ოოციტები ძლებენ ერთი წლის განმავლობაში. ადამიანის დასნებოვნება ხდება ოოციტების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას. ვრცლად…..

ქოლერა – მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება ფაღარათით, ღებინებით, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიური შოკის განვითარებით, თირკმლის ფუნქციის მოშლით. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს. ვრცლად…..

შავი ჭირი – მწვავე ბუნებრივ-კეროვანი ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს შავი ჭირის ჩხირი – Yersinia pestis. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს. ვრცლად…..

ენტეროვირუსული დაავადებები – მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევენ ნაწლავური ვირუსები; მიმდინარეობს კუნთების, ცენტრალური ნერვული სისტემისა და კანის საფარველის დაზიანებით. გადაეცემა უპირატესად ჰაერ-წვეთოვანი გზით. ვრცლად…..

ვირუსული ენცეფალიტები – ნეიროტროპული ვირუსებით გამოწვეული დაავადებების ჯგუფი. ვრცლად…..

ეშერიქიოზები - ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირების სხვადასხვა შტამებით გამოწვეული დაავადებები., რომლებიც მიმდინარეობენ ნაწლავის უპირატესი დაზიანებით. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანები და ჯანმრთელი ბაქტერიომტარებლები; გადაცემის მექანიზმი ფეკალურ-ორალურია. ხშირად ავადდებიან ბავშვები. ვრცლად…..

თურქული – მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ზოგადი ინტოქსიკაციით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის აფთოზური დაზიანებით, ხელის თითების კანის დაზიანებით. მიეკუთვნება ზოონოზებს. ვრცლად…..

კომენტარები დახურულია.

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია და დავით ანდღულაძე “ახალშობილის კვება”

სტატისტიკა

  • 9798 მომხმარებელი
  • 12152 შეკითხვა
  • 14421 პასუხი

Google სტატისტიკა


724
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი

banner160