კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

pediatria აბორტი ადენომიოზი ალკოჰოლიზმი ასო ბავშვის სქესი გაგნოლონი გინეკოლოგი გინეკოლოგია დერმატოლოგია დიეტა დოემნტოლი დომენტი გაგნიძე ექომამოგრაფია ვიტამინები ვიტამინი ვიტილიგო თერაპია თირკმელები თირკმელი იმუნორეაქტიული ტრიფსინი ინსულტი კანი კითხვა კონტრაცეპტივი კრისტალები კუნთი მადლობთ წინასწარრ მეან- გინეკოლოგია მედი მეწაღის გულმკერდი მონუნოკლეოზა ორსულობა ოფთალმოლოგია სავალდებულო სიმაღლე სისხლის საერთო ანალიზი სოკო ფეხის სოსკო ფეხმძიმობა ქალიშვილობის დაკარგვა შეკითხვა ჰემანგიომა ჰეპატიტი ჰიდრონეფროზი - – - – - – - – - – - – - – - – - – - - (578)
ბავშვთა ნევროლოგია (127)
დერმატოლოგია (1,448)
ენდოკრინოლოგია (604)
ვენეროლოგია (46)
თერაპია (996)
კარდიოლოგია (109)
მეან–გინეკოლოგია (4,176)
ონკოლოგია-რადიოლოგია (208)
პედიატრია (1,666)
სექსოლოგია (758)
სტომატოლოგია (117)
ტრავმატოლოგია-ორთოპედია (464)
უროლოგია–ანდროლოგია (759)
ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია (369)
ფსიქოლოგია (527)

WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.

თვალის დაავადებები

აპრ

8

2010

შესაძლებელი კითხვები და პასუხები:

ამბლიოპია – მხედველობის ანალიზატორის ფუნქციური დარღვევებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება.
არჩევენ ამბლიოპიის შემდეგ ხარისხებს: დაბალი ხარისხის (სიმახვილე 0,8 – 0,4), საშუალო ხარისხის (0,3 – 0,2), მაღალი ხარისხის (0,1 – 0,05); ძალიან მაღალი ხარისხის (0,04 და ქვემოთ).
ეტიოლოგიის ნიშნის მიხედვით არჩევენ ამბლიოპიის რამოდენიმე სახეს: დისბინოკულური, ობსკურაციული, ანიზომეტროპიული, რეფრაქციული, ისტერიული. ვრცლად…..

ასთენოპია – თვალის კუნთების სწრაფი დაღლა საგნების ახლო ყურების დროს. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ასთენოპიიის ორი სახე: აკომოდაციური და კუნთოვანი. ვრცლად…..

ასტიგმატიზმი – ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ორ მთავარ ურთიერთპერპენდიკულარულ მერიდიანებზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი გარდამტეხი უნარი. ამის შედეგად ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი: – ერთ – ერთ მთავარ მერიდიანში ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია; რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი სახის ამეტროპია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის; შერეული ასტიგმატიზმი – ერთ – ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია. ვრცლად…..

მხედველობის ნერვის ატროფია optic atrophy – ეტიოლოგია. ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებები, თავის ტვინის, მისი გარსების და სისხლძარღვების დაავადებები, ზოგადი ინტოქსიკაციები, მემკვიდრეობითი  ფაქტორი. ვრცლად…..

ბლეფარიტი – ქუთუთოების კიდეების ანთება. ეტიოლოგია. ზოგადი მიზეზები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, გლისტური ინვაზიები, კბილების, ცხვირხახის დაავადებები; სკროფულოზი, ანემია, ავიტამინოზი, ეგზემა და სხ. წინასწარ განმაპირობებელ ფაქტორებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ რეფრაქციის არაკორეგირებული ფაქტორები, ქრონიკული კონიუნქტივიტები, საცრემლე სადინრების, მეიბომის ჯირკვლების დაავადებები. გარეშე ფაქტორები: სამრეწველო შენობების დამტვერილობა, ქიმურ, ტექსტილურ, ქაღალდის, ცემენტის წარმოებებზე და საოჯახო პირობებში გამაღიზიანებელ ნივთიერებებთან მუდმივი კონტაქტი. ვრცლად…..

ახლომხედველობა (მიოპია) - ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც გარკვეულ მანძილზე მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელური სხივები ერთდებიან ბადურის წინ.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიოპია ხშირად განპირობებულია თვალის წინაუკანა ღერძის დაგრძელებით, იშვიათად მისი ოპტიკური გარემოს დიდი გარდამტეხი ძალით. ახლომხედველობის განვითარებას ხელს უწყობს ახლო მანძილებზე დაძაბული მუშაობა შესუსტებული აკომოდაციის და მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობის დროს. სკლერის სისუსტის დროს ხდება თვალის კაკლის პროგრესირებადი გაჭიმვა, რომელიც იწვევს ცვლილებებს სისხლძარღვოვან და ბადურის გარსებში. აკომოდაციის შესუსტება და სკლერის გაჭიმვა შესაძლებელია წარმოიქმნას ზოგადი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების გავლენით, ენდოკრინული გადახრებითა და ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად. ვრცლად…..

გაზაფხულის კატარი – თვალის კაკლის და ქუთუთოების კონიუნქტივის ქრონიკული ანთება, რომელიც მწვავდება გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში. ვარაუდობენ, რომ დაავადების წარმოშობაში ძირითად როლს ასრულებენ ალერგიული ფაქტორები, ენდოკრინული დარღვევები და ულტრაიისფერი რადიაცია. ვრცლად…..

ბროლის ამოვარდნილობა - თვალის ბროლის მთლიანი (ამოვარდილობა) და ნაწილობრივი (ქვეამოვარდნილობა) გადანაცვლება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცინის ბოჭკოების თანდაყოლილი განუვითარებლობა, სისუსტე ან ნაწილობრივი არარსებობა; მათი გაგლეჯა ტრავმის ან დეგენერაციის შედეგად. ვრცლად…..

ქუთუთოების გადმობრუნება – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ნაწიბუროვანი გადმობრუნება წარმოიქმნება ქუთუთოს კანის გაჭიმვით ჭრილობის, დამწვრობის, სისტემური წითელი მგლურას და სხვა პათოლოგიური პროცესებით. სპასტიკური გადმობრუნება წარმოიქმნება თვალის მრგვალი კუნთის ორბიტალური ნაწილის შეკუმშვის შედეგად. მოხუცებულობითი გადმობრუნება – შედეგია ამ კუნთის სისუსტისა. პარალიზური დამბლა აღინიშნება მხოლოდ ქვედა ქუთუთოზე და წარმოიქმნება სახის ნერვის დამბლის დროს. ვრცლად…..

ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე) – მხედველობის დაქვეითება ღამით. თანდაყოლილი ჰემერალოპიის ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ესენციური ჰემერალოპიის მიზეზია ავიტამონოზი A, ასევე B1და PP. სიმპტომატური ჰემერალოპია აღინიშნება ბადურისა და მხედველობის ნერვის დაავადებების დროს. სიმპტომები. მხედველობითი და სივრცითი ორიენტაციის შესუსტება ღამით. სინათლისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, სიბნელისადმი ადაპტაციის პროცესის დარღვევა, ელქტრორეტინოგრამის ცვლილებები, მხედველობის ველის შევიწროება, განსკუთრებით ფერის. დიაგნოზის დადგენა ხდება დამახასიათებელი ჩივილების, კლინიკური სურათის, ასევე ელექტრორეტინოგრფიისა და სხვ. საფუძველზე. ვრცლად…..

გლაუკომა – თვალის ქრონიკული დაავადებაა; ხასიათდება თვალშიგა წნევის პერიოდული ან მუდმივი მომატებით, მხედველობის ნერვის ატროფიითა (გლაუკომური ექსკავაცია) და მხედველობის ველის ცვლილებებით. განასხვავებენ პირველად, მეორად და თანდაყოლილ გლაუკომას. ვრცლად…..

დაკრიოცისტიტი – საცრემლე პარკის ანთება, ჩვეულებრივ ქრონიკული. ცალკე ფორმაა ახალშობილთა დაკრიოცისტიტი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ცხვირ – ცრემლის არხის შევიწროვება ან მისი დაცობა, რაც გამოწვეულია ცხვირის ღრუში, მის დანამატ წიაღებში, გარემომცველ ძვლებში ანთებითი პროცესების შედეგად; აღნიშნულის გამო ხდება მასში პათოგენური მიკრობების შეჩერება და განვითარება და ლორწოვანი გარსის ანთება. ახალშობილთა დაკრიოცისტიტი წარმოიქმნება ჩანასახოვანი აპკის შენარჩუნების დროს, რომელიც ხურავს ცხვირ – ცრემლის არხის ქვედა ნაწილს. ვრცლად….

შორსმხედველობა (ჰიპერმეტროპია) – ამეტროპიის სახე, რომლის დროსაც შორს მყოფი საგნებიდან მომავალი პარალელული სხივები ერთდებიან ბადურის უკან. სუსტი ხარისხის (3 დპტრ) შორსმხედველობა წარმოადგენს ნორმალურ რეფრაქციას. საშუალო ხარისხის (3,5 – 6 დპტრ) და მაღალი ხარისხის (6 დპტრ-ზე ზევით) შორსმხედველობა განიხილება როგორც თვალის კაკლის ზრდის შეფერხების შედეგი, რომლის მიზეზი ცნობილი არ არის. მხედველობის დაქვეითება ჩვეულებრივ აღინიშნება მხოლოდ საშუალო და, განსაკუთრებით მღალი ხარისხის შორსმხედველობის დროს. მხედველობა უმჯობესდება თვალთან დადებითი ლინზების მოთავსებით. მოზრდილებში ჰიპერმეტროპიის ხარისხი ჩვეულებრივ არ იცვლება, მაგრამ მხედველობა, განსაკუთრებით ახლო მანძილებზე ასაკთან ერთად უარესდება, აკომოდაციის შესუსტებასთან დაკავშირებით. ვრცლად…..

მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება - მხედველობის ნერვის დისკის არაანთებითი შეშუპება. ეტიოლოგია. ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ ქალაშიდა წნევის მომატებით. პათოგენეზი. ქალას ღრუში სითხის დინების შეფერხება მხედველობის ნერვის გარსებს შორის სივრცეებში. სიმპტომები. მხედველობის ნერვის დისკი გადიდებულია, გამობერილია მინისებურ სხეულში, მისი საზღვრები ვერ ვლინდება, დისკის მიდამოში ვენები გაფართოებული, დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია; ბრმა ხალი გადიდებულია. მხედველობის სიმახვილე და მხედველობის ველი დიდი ხნით რჩებიან ნორმალურ მდგომარეობაში. მათი პროგრესული გაუარესება აღინიშნება პროცესის გადასვლის მიხედვით მხედველობის ნერვის ატროფიაში. ვრცლად…..

ირიტი – ფერადი გარსის ან ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის ანთება (ირიდოციკლიტი). ეტიოლოგია: ტუბერკულოზი, ტოქსოპლაზმოზი, რევმატიზმი, გრიპი, სიფილისი, ლეპტოსპიროზი, ბრუცელოზი, გონოკოკური ინფექცია, ნივთიერებათა ცვლის დაავადებები, ფოკალური ინფექციები, თვალის ჭრილობები, ოპერაციები თვალის კაკალზე, ჩირქოვანი პროცესები რქოვან გარსზე. პათოგენეზი: გამომწვევის ან მისი ტოქსინების ზემოქმედება უვეალური ტრაქტის წინა ნაწილზე; სენსიბილიზირებულ მდგომარეობაში მყოფი ფერადი გარსისა და ცილიარული სხეულის რეაქცია მიკრობულ ან ავტოიმუნური ანტიგენის მოქმედებაზე. დაავადება, როგორც წესი, მიმდინარეობს ირიდოციკლიტის სახით. ფერადი გარსის იზოლირებული დაზიანება გვხვდება ძალზე იშვიათად. სიმპტომები. ტკივილი, რომელიც ძლიერდება თვალის პალპაციისას; თვალის კაკლის პერიკორნეალური ან შერეული ინიექცია. ფერადი გარსი შეშუპებულია, მომწვანო ფერისაა, მისი სურათი არამკაფიოა; გუგა შევიწროებულია, სინათლეზე რეაქცია შენელებულია. ფერადი გარსის ზედაპირზე და რქოვანას უკანა ზედაპირზე აღინიშნება ექსუდატის ჩალაგება – პრეციპიტატები. წინა კამერის ნამი არაიშვიათად მღვრიეა, მის ფსკერზე წარმოიქმნება ჩირქოვანი უჯრედების გროვა (ჰიპოპიონ – ირიტი). ზოგჯერ ვლინდება სისხლჩაქცევები ფერადი გარსის ზედაპირზე და სისხლის დალექვა კამერის ფსკერზე ჰიფემის სახით. ფერადი გარსის გუგის ნაპირსა და ბროლის წინა კაფსულას შორის წარმოიქმნება შეხორცებები – სინექიები. ირიდოციკლიტის მიმდინარეობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ფორმების ხანგრძლივობა 3 – 6 კვირამდეა, ქრონიკულისა – რამდენიმე თვე, რეციდივებისაკენ მიდრეკილებით, განსაკუთრებით წლის ცივ პერიოდებში. თვალის გარდამტეხი გარემოს ცლილებების დროს მხედველობის სიმახვილე ქვეითდება. ვრცლად…..

კატარაქტა – ბროლის ნივთიერების ან კაფსულის შემღვრევა. ეტიოლოგია: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ტოქსიკური და რადიაციული ზემოქმედებები, მემკვიდრეობითი ფაქტორი, ტრავმა, თვალის შიგნითა გარსების დაავადებები. ვრცლად…..

კერატიტი – თვალის რქოვანა გარსის ანთება.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. წარმოიქმნება ეგზოგენური (პნევმოკოკი, გონოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ჰერპესის ვირუსი, ადენოვირუსი, სოკოები და სხვ.) ან ენდოგენური (ტუბერკულოზი, სიფლისი და სსვ.) ინფეცქიური ფაქტორებით. ეგზოგენური კერატიტები შესაძლოა განვითარდეს კონიუქტივიტების დროს რქოვანას კვების დარღვევების შედეგად, რაც გამოწვეულია შეშუპებული კონიუნქტივით სისხლძარღვოვანი ქსელის გაჭყლეტის, ბადურაზე კონიუქტივალური სეკრეტის ტოქსიკური ზემოქმედებისა და მის ქსოვილში დაავადების გამომწვევის შეღწევით. რქოვანას მცირე დეფექტების დროს კერატიტის გამომწვევი შესაძლოა იყოს დაკრიოცისტიტების დროს საცრემლე პარკიდან გამოყოფილი მიკრობები, ან ნორმალური კონიუნქტივის მიკრობები. ვრცლად…..

კონიუნქტივიტი - თვალის შემაერთებელქსოვილოვანი  გარსის ანთება. კონიუნქტივიტი ადენოვირუსული – ვირუსი გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით. დაავადება წარმოიქმნება სპორადულად და ეპიდემიური აფეთქებების სახით, უპირატესად ბავშვთა კოლექტივებში. სიმპტომები. დასაწყისი მწვავეა. თვალის დაზიანებას წინ უძღვის და პროცესს ახლავს ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ყურის წინა ლიმფური კვანძების გადიდება (ხშირად ბავშვებში). აღინიშნება ცრემლდენა, სინათლის შიში, ქუთუთოების კანის შეშუპება და შეწითლება, ზომიერი ფლეფაროსპაზმი, კონიუნქტივის ჰიპერემია, მცირე არაჩირქოვანი გამონადენი (კატარალური ფორმა). არაიშვიათად დაავადებას ახლავს ფოლიკულების (ფოლიკულური ფორმა) ან აპკების გაჩენა. აპკოვანი ფორმა აღინიშნება ძირითადად ბავშვებში. რქოვანა იშვიათად ზიანდება ეპითელური წერტილოვანი კერატიტის სახით, რომელიც სწრაფად და უკვალოდ გაიწოვება. დიაგნოზი დადგენა ხდება შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით: კონიუნქტივიტის შერწყმა ზედა სასუნთქი გზების კატართან და რეგიონალურ ადენოპათიასთან, ასევე ციტოლოგიური, სეროლოგიური და ვირუსოლოგიური გამოკვლვების საფუძველზე. ვრცლად…..

სიელმე – ერთ – ერთი თვალის მხედველობის ღერძის გადახრა ფიქსაციის წერტილიდან. განასხვავებენ პარალიზურ სიელმეს, რომელიც გამოწვეულია თვალის კუნთების მაინერვირებელი ნერვების დაზიანებით, და შუღლებული სიელმე, რომლის მიზეზია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, ზოგადი ინფექციები და ინტოქსიკაციები, ფსიქიკური ტრავმები, ამეტროპია, მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე ერთ – ერთ თვალზე. ვრცლად…..

ფრთისებრი აპკი (თვალის პტერიგიუმი) – კონიუნქტივის ნაოჭი, რომელიც შეზრდილია რქოვანასთან.
ხელშემწყობი ფაქტორებია – კონიუნქტივის ხანგრძლივი გაღიზიანება ქარით, მტვრით, მავნე მინარევებიანი მშრალი ჰაერით. თვალის ნაპრალის არეში, ხშირად შიგა მხარეზე აღინიშნება კონიუნქტივის სამკუთხა ნაოჭი, რომლის ზედა ნაწილი შეზრდილია რქოვანასთან და პროცესის პროგრესირების დროს შესაძლებელია მიაღწიოს გუგამდე. ამის შედეგად ქვეითდება მხედველობის სიმახვილე. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ცრუ პტერიგიუმთან, რომელიც წარმოიქმნება კონიუნქტივის და რქოვანას დაწყლულების, დამწვრობის და დაზიანებების დროს და ლოკალიზებულია თვალის კაკლის ნებისმიერ მხარეზე. ვრცლად…..

ბადურის ცენტრალური არტერიის გაუვალობა – ბადურის ცენტრალური არტერიის დაცობა სპაზმის, ემბოლიის ან თრომბოზის შედეგად. სიმპტომები. მხედველობის უეცარი მკვეთრი გაუარესება ან დაკარგვა. თვალის ფსკერი არის რძისფერი-თეთრი, რომლის ფონზეც ყვითელი ლაქა ჩანს მუქი წითელი ფერის (ე. წ. ალუბლის კურკის სიმპტომი). ბადურის არტერიები მკვეთრად შევიწროებულია, ვენები ნაკლებადაა შევიწროვებული. თვალის კაკალზე დაჭერილსას სისხლძარღვთა პულსაცია მხედველობის ნერვის დისკზე არ აღინიშნება. დისკო მკრთალია, მისი საზღვრები არამკაფიოა პერიპაპილარული შეშუპების გამო. პროცესის შედეგია მხედველობის ნერვის ატროფია და ყვითელი ხალის დეგენერაცია. შენარჩუნებულია უმნიშვნელო პერიფერიული მხედველობა. ცენტრალური არტერიის ტოტების დაცობის დროს ხდება მხედველობის ველის შესაბამისი უბნის გამოთიშვა. ცილიორეტინული არტერიის არსებობისას პაპილომაკულურ მიდამოს აქვს ნორმალური შეფერილობა და მხედველობის სიმახვილე აღდგება 1,0 -მდე. ვრცლად…..

ბადურას ცენტრალური ვენის გაუვალობა – ბადურას ცენტრალური ვენის ან მისი ტოტების სანათურის დახურვა თრომბოზის ან სისხლძარღვის ინტიმის გასქელების შედეგად. სიმპტომები. ბადურის ვენები გაფართოებული და დაკლაკნილია, არტერიები შევიწროებულია, ბადურის შეშუპებული ქსოვილის ფონზე ჩანს მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც ვრცელდება ვენების მიმართულების რადიალურად. მხედველობის ნერვის დისკი შეშუპებულია, მისი საზღვრები არამკაფიოა. მხედველობის სიმახვილე თანდათანობით ქვეითდება. ცენტრალური ვენის თრომბოზის დროს ცვლილებები ნაკლებადაა გამოხატული დაზიანების უბანზეც. დროთა განმავლობაში სისხლჩაქცევები გაიწოვება, მაკულარულ მიდამოში ვლინდება პიგმენტი. შესაძლებელია მეორადი გლაუკომის განვითარება. ვრცლად…..

თვალის დამწვრობა – წარმოიქმნება მაღალი ტემპერატურის (თერმული დამწვრობები) ან ქიმიური ნივთიერების (ქიმიური დამწვრობები) ზემოქმედებით.
სიმპტომები. განასხვავებენ ქუთუთოების, კონიუნქტივისა და რქოვანას დამწვრობის 4 ხარისხს. პირველი ხარისხის დამწვრობის დროს (მსუბუქი დამწვრობა) – აღინიშნება ქუთუთოების და კონიუქტივის ჰიპერემია, რქოვანას ზედაპირული შემღვრევა ან მისი ეროზია; მეორე ხარისხის დამწვრობისათვის დამახასიათებელია ქუთუთოების კანზე ბუშტუკების, კონიუნქტივაზე აპკის წარმოქმნა და რქოვანას ზედაპირული შემღვრევა. მესამე ხარისხის დამწვრობის დროს (მძიმე დამწვრობა) – ქუთუთოების ღრმა ნეკროზი და რქოვანას ღრმა შემღვრევა, რომელიც მოგვაგონებს ,,მქრქალ მინას. ვრცლად…..

ზედა ქუთუთოს დაწევა (პტოზი) – განასხვავებენ თანდაყოლილ, შეძენილ და სიმპათიკურ პტოზს.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. თანდაყოლილი პტოზი ხშირად არის მემკვიდრული და წარმოიქმნება ქუთუთოს ამწევი კუნთის განუვითარებლობის ან არარსებებობის გამო, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვის გვერდითი ბირთვების აპლაზიის შედეგად. შეძენილი პტოზის მიზეზებია: ქუთუთოს ამწევი კუნთის ტრავმა, ასევე თვალის მამოძრავებელი ნერვებისა და მისი ცენტრების დაზიანება ტრავმის, ანთებითი პროცესების და სიმსივნეების შედეგად. სიმპათიკური პტოზი ვითარდება კისრის სიმპათიკური ნერვის სხვადასხვა ეტიოლოგიის დამბლის ან პარეზის მქონე ავადმყოფებში. ვრცლად…..

ბადურის აშრევება – განასხვავებენ ბადურის პირველად და მეორად აშრევებას, რომელიც ვითარდება ტრავმების, ანთებითი პროცესების, თვალის სიმსივნეების დროს. ბადურის პირველადი აშრევება წარმოადგენს ახლომხედველობის შედეგად ასაკობრივი ხასიათის ბადურის დეგენერაციას და ა. შ. პათოგენეზი. მკვეთრი მოძრაობების, ფიზიკური დაძაბულობების, თვალის გაჭყლეტისას დეგენერაციულად შეცვლილ ბადურაში შესაძლებელია წარმოიქმნას დეფქტები, რომლის გავლითაც სუბრეტინულ სივრცეში აღწევს სითხე მინისებური სხეულიდან. ამის შედეგად, ასევე ბადურის გაჭიმვის გამო, რაც უკავშირდება მინისებური სხეულის ცლილებებს, ხდება მისი აშრევება. ბადურის პიგმენტური ფურცელი რჩება ბადურის ადგილზე. ვრცლად…..

პანოფთალმიტი (panophthalmitis) – თვალის ყველა გარსისა და ქსოვილის მწვავე ჩირქოვანი ანთება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. თვალის ეგზოგენური ინფიცირება სტაფილო – , პნევმო – და სტრეპტოკოკებით და სხვა მიკრობებით თვალის ჭრილობებში შეღწევისას და რქოვანას წყლულის გახვრეტის დროს. ძალიან იშვიათად – თვალში ინფექტის შეღწევა სეფსისის და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. შესაძლოა წარმოადგენდეს ენდოფტალმიტის გამოსავალს. ვრცლად…..

პრესბიოპია (presbyopia) – აკომოდაციის ასაკობრივი შესუსტება: სკლეროზული პროცესის გამო ბროლი ვეღარ ღებულობს მაქსიმალურად გამობერილ ფორმას, რის შედეგადაც მცირდება მისი გარდამტეხი ძალა.
სიმპტომები. მხედველობის ნელი პროგრესირებადი გაუარესება ახლო მანძილზე. ემეტროპიის დროს პრესბიოპია ვითარდება 40 – 45 წლის ასაკში, მიოპიის დროს – მოგვიანებით, ხოლო ჰიპერმეტროპიის დროს – ადრე, არაიშვიათად შორ მანძილებზე მხედველობის გაუარესებით. მცირე ზომის საგნების დათვალიერება იოლდება მათი თვალიდან დაშორებისას. ვრცლად…..

თვალის კაკლის ჭრილობები – მიმდინარეობს მისი მთლიანობის დარღვევით. სიმპტომები მრავალფეროვანია და დამოკიდებულია დარტყმის ძალაზე, დამჭრელი საგნის ფორმაზე და სიდიდეზე.
ზოგადი სიმპტომები - ჭრა და ტკივილი თვალში, ცრემლდენა, სინათლის შიში, ბლეფაროსპაზმი. მცირე ძალით დარტყმის დროს ჭრილობა ვერ აღწევს თვალის კაკლის მთელ კედელში (არაგამჭოლი ჭრილობა). კონიუნქტივის დაზიანება მიმდინარეობს ქემოზითა და სისხლჩაქცევით ჭრილობის ირგვლივ. რქოვანას მთლიანობის დარღვევის დროს ადგილი აქვს თვალის კაკლის შერეულ ინიექციას, ხოლო დაზიანების ადგილზე რქოვანა მქრქალია. ზოგჯერ პროცესში ერთვება ფერადი გარსი; კონიუნქტივის და რქოვანას ზედაპირზე ან მათ ქსოვილებში ზოგჯერ რჩება უცხო სხეული. თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ლოკალიზაციის ჭრილობები. ვრცლად…..

რეტინიტი (retinitis) – თვალის ბადურა გარსის ანთება. ეტიოლოგია: ინფექციური დავადებები, ინტოქსიკაციები, ალერგიული მდგომარეობები, ენდოკრინული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობები, სხივური ენერგიის მოქმედება, თვალის ტრავმა. პათოგენეზი. ბადურა გარსის ანთება ყველაზე უფრო ხშირად ვითარდება გამომწვევის მეტასტაზირებით ბაქტერიემიის დროს და პროცესთან ალერგიის, იმუნოაგრესიის კობინირებით. ვრცლად…..

ოფთალმია (ophthalmia) – თვალის ზოგიერთი ანთებითი დაავადებების საერთო დასახელება. სინათლისმიერი ოფთალმია (ფოტოოფთალმია) – კონიუნქტივის, რქოვანასა და ბადურა გარსის დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6-8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის დაზიანება ლოკალიზდება ყვითელი ლაქის მიდამოში და იწვევს მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებას და ცენტრალური სკოტომის გაჩენას. ახალ შემთხვევებში ოფთალმოსკოპიის დროს ჩანს ბადურა გარსის მსუბუქი შეშუპება, შედარებით მოგვიანებით სტადიებში – წერტილოვანი მოყვითალო კერები პიგმენტაციით. ვრცლად…..

სკლერიტი, ეპისკლერიტი - სკლერისა და ეპისკლერის ანთება რევმატიზმის, ტუბერკულოზის, იშვიათად სიფილისის, მწვავე ინფექციური დაავადებების დროს. სკლერაზე ანთება ვრცელდება სისხლძარღვოვანი ტრაქტიდან, პირველ რიგში ცილიარული სხეულიდან. ვრცლად…..

ტრაქომა (trachoma) – კონიუნქტივის ქრონიკული ინფექციური დაავადება.
ეტიოლოგია, პათოგენეზი: ფსიტაკოზის ატიპიური ვირუსი; დასნებოვნება ხდება დაავადებული კონიუნქტივიდან ჯანმრთელზე გამონაყოფის გადატანით ხელებით ან დაბინძურებული საგნებით. ვრცლად…..

ქალაზიონი (chalasion) – მრგვალი წარმონაქმნი ქუთუთოს ხრტილში. ეტიოლოგია, პათოგენეზი: მეიბომის ჯირკვლებისა და ქუთუთოს ხრტილის ქრონიკული პროლიფერაციული ანთება. მკვრივი უმტკივნეულო, მრგვალი ფორმის წარმონაქმნი ქუთუთოების სისქეში; კანის მის ზევით წამოწეული, მოძრავია, კონიუნქტივა ჰიპერემიულია. ვრცლად…..

ქორიოიდიტი (choroiditis) – თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთება, რომელიც შერწყმულია ბადურის ანთებასთან (ქორიორეტინიტი). ეტიოლოგია: ქრონიკული და მწვავე ინფექციური დაავადებები, თვალის ტრავმები, გართულებული ახლომხედველობა. პათოგენეზი: გამომწვევის ეგზოგენური (ტრავმის დროს) ან ენდოგენური  შეღწევა ბადურის სისხლძარღვებში და შემდეგ  კი სისხლძარღვოვან გარსში; გარკვეულ როლს  ასრულებენ მიკრობთა ტოქსინები, ალერგია,  იმუნოაგრესია. ვრცლად…..

ეგზოფთალმი (exophthalmos) – თვალის კაკლის გადმოკარკვლა. ეტიოლოგია, პათოგენეზი: ორბიტის ქსოვილების მოცულობის გაზრდა, უწინარეს ყოვლისა რეტრობულბარულ სივრცეში, სხვადასხვა ანთებითი, ნეიროდისტროფული, ტრავმული და სიმსივნური, ადგილობრივი და ზოგადი პროცესებით (ბაზედოვის დაავადება, ლიმფადენოზები, ქალაშიდა პათოლოგიური პროცესები და სხვ.). ვრცლად…..

ენდოფთალმიტი (endophthalmitis) – თვალის შიგნითა გარსების ჩირქოვანი ანთება, მინისებურ სხეულში აბსცესის განვითარებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი: შიგნითა ქსოვილების ინფიცირება თვალის გამჭოლი ჭრილობების დროს, ასევე თვალის კაკალზე ოპერაციების, რქოვანას წყლულების ან ინფექციური მეტასტაზირების შედეგად ჩირქოვანი სეპტიკური პროცესების დროს. სიმპტომები: ტკივილი თვალში, ქუთუთოების და კოუნიუქტივის შეშუპება,  თვალის კაკლის ინიექცია, მხედველობის  სიმახვილის მკვეთრი დაქვეითება. რქოვანა  შეშუპებულია. წინა კამერაში არაიშვიათია  ექსუდატი, გამოკვლევისას ვლინდება  მოყვითალო-რუხი ან მოყვითალო-მომწვანო  რეფლექსი ან მისი არარსებობა. ვრცლად…..

ეტიოლოგია, პათოგენეზი: ტრავმის შემდეგ ეროზირებული რქოვანა გარსის ინფიცირება კონიუნქტივის პარკის, საცრემლე გზების მიკრობებით, ასევე სხვა მიკრობებით; ინფილტრატის დაშლა და მისი მოცილება ზედაპირული კერატიტის დროს. ვრცლად…..

ჯიბლიბო (hordeolum) – ქუთუთოს ნაპირის შემოსაზღვრული ჩირქოვანი ანთება. ეტიოლოგია, პათოგენეზი: თმის ფოლიკულის ან ცხიმის ჯირკვლის ინფიცირება. სიმპტომები. შემოსაზღვრული მკვეთრად მტკივნეული შეშუპება ქუთუთოს ნაპირზე. 2-4 დღის შემდეგ მის მწვერვალზე წარმოიქმნება მოყვითალო თავი, რომლის გახსნისას გადმოედინება ჩირქი და ნეკროზირებული ქსოვილების ნაწილები. ზოგჯერ განსკუთრებით ჩირქის გამორწყვისას ჯიბლიბო შესაძლებელია გახდეს თვალბუდის ფლეგმონის, კავერნოზული სინუსის თრომბოზის, მენინგიტის მიზეზი.
მკურნალობა. მშრალი სითბო, ფიზიოთერაპია. ქუთუთოებზე მაზები, რომლებიც შეიცავენ სულფანილამიდებსა და ანტიბიოტიკებს. მრავალრიცხოვანი ჯიბლიბოების დროს და ტემპერატურის მომატებისას – ამ პრეპარატების ზოგადი გამოყენება. მორეციდივე ჯიბლიბოს დროს – ავტოჰემოთერაპია. ვრცლად…..

კომენტარები დახურულია.

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია და დავით ანდღულაძე “ახალშობილის კვება”

სტატისტიკა

  • 10275 მომხმარებელი
  • 12781 შეკითხვა
  • 15174 პასუხი

Google სტატისტიკა


824
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი

banner160