კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

pediatria აბორტი ადენომიოზი ალკოჰოლიზმი ასო ბავშვის სქესი გაგნოლონი გინეკოლოგი გინეკოლოგია დერმატოლოგია დიეტა დოემნტოლი დომენტი გაგნიძე ექომამოგრაფია ვიტამინები ვიტამინი ვიტილიგო თერაპია თირკმელები თირკმელი იმუნორეაქტიული ტრიფსინი ინსულტი კანი კითხვა კონტრაცეპტივი კრისტალები კუნთი მადლობთ წინასწარრ მეან- გინეკოლოგია მედი მეწაღის გულმკერდი მონუნოკლეოზა ორსულობა ოფთალმოლოგია სავალდებულო სიმაღლე სისხლის საერთო ანალიზი სოკო ფეხის სოსკო ფეხმძიმობა ქალიშვილობის დაკარგვა შეკითხვა ჰემანგიომა ჰეპატიტი ჰიდრონეფროზი - – - – - – - – - – - – - – - – - – - - (569)
ბავშვთა ნევროლოგია (124)
დერმატოლოგია (1,446)
ენდოკრინოლოგია (603)
ვენეროლოგია (44)
თერაპია (992)
კარდიოლოგია (108)
მეან–გინეკოლოგია (4,147)
ონკოლოგია-რადიოლოგია (206)
პედიატრია (1,655)
სექსოლოგია (751)
სტომატოლოგია (117)
ტრავმატოლოგია-ორთოპედია (462)
უროლოგია–ანდროლოგია (755)
ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია (369)
ფსიქოლოგია (522)

WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

აპრ

8

2010

შესაძლებელი კითხვები და პასუხები:

ყბისირგვლივი აბსცესი – ყბა-სახის მიდამოს ქსოვილების  ჩირქოვანი ანთებითი დაავადება, დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით. ვრცლად…..

ალვეოლიტი – ამოღებული კბილის ალვეოლის (კბილბუდის) კედლის ანთება. ეტიოლოგია. ინფექცია, ექსტრაქციული ტრავმა. პათოგენეზი. სისხლის შენადედის დესტრუქცია ექსტრაქციულ ჭრილობაში, ასევე კბილის ამოღებამდე მის ბუდეში განვითარებული პათოლოგიური პროცესის პროგრესირება. ვრცლად…..

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანკილოზი – ქვედა ყბის მოძრაობის შეზღუდვა ან სრული უმოძრაობა. ეტიოლოგია. ინფექციური ართრიტები, ტრავმა, მათ შორის სამშობიარო. პათოგენეზი. სასახსრე ზედაპირების ძვლოვანი ან ფიბროზული შეხორცება, რომელიც დაკავშირებულია სახსრის ხრტილის დაზიანებასთან ვითარდება ნელა – თვეების, წლების განმავლობაში. ვრცლად…..

საფეთქელ-ქვედა ყბის ართრიტი – საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ანთებითი ან ანთებით – დისტროფიული დაავადება. ეტიოლოგია. ტრავმა, მათ შორის ოკლუზიური, ინფექცია, – ხშირად ზოგადი – რევმატიზმი, გონორეა, ქუნთრუშა, წითელა და ადგილობრივი – ყბის ოსტეომიელიტი, პაროტიტი, ოტიტი, მასტოიდიტი და ა. შ. პათოგენეზი. ჰემატოგენურ-მეტასტაზური ან კონტაქტური ინფიცირება, ანთება სასახსრე ჩანთაში, შემდეგ სასახსრე ხრტილისა და მენისკის დესტრუქცია. ვრცლად…..

საფეთქელ – ქვედა ყბის სახსრის ამოვარდნილობა – ქვედა ყბის სახსრის თავის გადანაცვლება. ეტიოლოგია. პირის ფართოდ გარება (ჭამის, ყვირილის, მთქნარების დროს, ასევე კბილის ამოღების, კუჭის ზონდირების, ინტუბაციის დროს და ა. შ.), ტრავმა. ვრცლად…..

კბილის ამოვარდნა – კბილის იძულებითი გადანაცვლება პერიოდონტის დაზიანებით. ამოვარდნილობა შეიძლება იყოს სრული და არასრული, -როდესაც კბილი კარგავს კავშირს ბუდესთან, ასევე ჩასობილი. სიმპტომები - ძლიერი ტკივილი, კბილის გადანაცვლება კბილთა რიგიდან, მისი პათოლოგიური მოძრაობა. მოგვიანებით წარმოიქმნება პაროდონტის ანთება და კბილის პულპის ნეკროზი. ვრცლად…..

გინგივიტი – ღრძილის ლოროწოვანი გარსის ანთება. შესაძლოა იყოს გენერალიზებული, როდესაც ღრძილი ზიანდება ყველა კბილის მიდამოში ორივე ან ერთ ყბაზე, და ლოკალიზაბული, როდესაც ღრძილი დაზიანებულია ერთი ან რამდენიმე კბილის მიდამოში. განასხვავებენ კატარულ, ჰიპერტროფიულ, წყლულოვან (წყლულოვან-ნეკროზულ) გინგივიტებს. ვრცლად…..

კბილების ჰიპერესთეზია - კბილების ტაქტილური და ტკივილის შეგრძნების გაძლიერება. პათოგენეზი უკავშირდება მინანქრის განვლადობის და კბილის რეცეპტორული აპარატის მიერ ტკივილის აღქმის მომატებას, ამასთან მაგარი ქსოვილები დაუზიანებელია. ვრცლად…..

ემალის ჰიპოპლაზია – კბილის მინანქრის განუვითარებლობა. პათოგენეზი. ემალობლასტების ფუნქციის დათრგუნვა კბილების ფორმირების პერიოდში. ცნობილია ასევე გენეტიკურად დეტერმინებული ფორმებიც. ვრცლად…..

გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ბასრი ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე როგორც კონტაქტური ალერგიის გამოვლინება საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ. ვრცლად…..

გლოსიტი - ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს წარმოქმნილ სიმპტომურ ცვლილებებსა (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და ენის აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.).  ვრცლად…..

კბილების მწკრივის დეფექტები – კბილთა რკალის მთლიანობის დარღვევა ერთი ან რამდენიმე კბილის არარსებობით. წარმოიქმნება კბილების დაკარგვით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია გართულებული კარიესით, პაროდონტის დაავადებებით, ტრავმით. შესაძლებელია თანდაყოლილი ადონტია ან ცალკეული კბილის ამოჭრის შეფერხება. ვრცლად…..

კბილის ქვა - კიროვანი ჩალაგებები კბილებში. პათოგენეზი. კბილის ყელზე მუკოპოლისაქარიდული ნადების ფიქსაცია და მისი გაჟღენთა ნერწყვის მინერალური მარილებითა და მიკროორგანიზმებით; ნერწყვის წებვადობის მომატება; გარკვეული მნიშვნელობა აქვს ღეჭვის დროს კბილების თვითწმენდის შესუსტებას. ვრცლად…..

კბილის კარიესი – პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვლინდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციით, მათი შემდგომი დესტრუქციითა და კბილზე ღრუს სახის დეფექტის წარმოქმნით.  გამომწვევია მუტანსის სტრეპტოკოკი, რომელიც გროვდება მინანქრის ზედაპირზე, რეტენციულ ადგილებზე, კბილის რბილი ნადების სახით. ვრცლად…..

ყბის ცისტები - ოდონტოგენური წარმოშობის, თხიერი შემცველობის მქონე  პათოლოგიური ღრუ წარმონაქმნი. ეტიოლოგია, პათოგენეზი. ფესვის ცისტა ვითარდება ეპითელური ელემენტებისაგან, პერიოდონტში მიმდინარე ანთებითი კერის გამაღიზიანებელი ზემოქმედების შედეგად. ფოლიკულური ცისტის წარმოშობას უკავშირებენ კბილის ფოლიკულის ცისტურ გადაგვარებას. ვრცლად…..

ქსეროსტომია (xerostomia) – პირის ღრუს სიმშრალე. ეტიოლოგია ცნობილი არ არის. პათოგენეზი უკავშირდება ნერწყვის გამოყოფის დათრგუნვას. აღინიშნება ასევე შეგრენის სინდრომის, სხივური დაავადების, დიაბეტის დროს. ვრცლად…..

ლეიკოპლაკია – ლორწოვანი გარსის დისტროფიული დაზიანება, რომელიც ხასიათდება მფარავი ეპითელის გარქოვანებით და ვლინდება მოთეთრო-მორუხო ლაქების წარმოქმნით. ვრცლად…..

ყბის ოსტეომიელიტი – ინფექციური ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი, რომელიც ვითარდება ყბის ძვალში და მის გარემომცველ ქსოვილებში. განასხვავებენ ჰემატოგენურ, ტრავმულ და ოდონტოგენურ ოსტეომიელიტს. ვრცლად…..

პაროდონტიტი – პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადება, რომელიც მიმდინარეობს პაროდონტისა და ალვეოლური მორჩის ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციით. ხასიათდება ღრძილების რეაქტიული ანთებით (გინგივიტი), პათოლოგიური ჯიბეების წარმოქმნით, ჩირქდენით, კბილების მორყევით, ალვეოლური მორჩის ატროფიით. აქვს ქრონიკული, გახანგრძლივებული მიმდინარეობა. გამოყოფენ გენერალიზებულ და ლოკალიზებულ პაროდონტიტებს. ვრცლად…..

პაროდონტოზი – პაროდონტის დისტროფიული ხასიათის ქრონიკული დაავადება; ვლინდება ღძილიდან სისხლდენით, კბილების მორყევით, მათი მდებარეობის შეცვლით, ალვეოლური მორჩის ატროფიით. ვრცლად…..

კბილის მოტეხილობა – კბილის გვირგვინის ან ფესვის ტრავმული დაზიანება. განასხვავებენ მონანქრის მოტეხილობას, დენტინის მოტეხილობას – პულპის გაშიშვლების გარეშე, და პულპის გაშიშვლებით, და კბილის ფესვის მოტეხილობას. ვრცლად…..

ყბის მოტეხილობა - ყბის ძვლის მოტეხილობა და მისი მთლიანობის დარღვევა. ეტიოლოგია. საყოფაცხოვრებო, სპორტული, ცეცხლნასროლი და სხვა სახის ტრავმები. პათოგენეზი. პათოლოგიური მოტეხილობები განპირობებულია სხვადასხვა დაავადებებით – ქრონიკული ოსტეომიელიტით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ფიბროზული ოსტიტით და სხვ. მოტეხილობები ჩვეულებრივ ღიაა. ვრცლად…..

პერიკორონიტი – ღრძილის საფარის ანთება, რომელიც ფარავს კბილს ამოჭრის პერიოდში. ეტიოლოგია: პირის ღრუს შერეული მიკროფლორა, ტრავმა. პათოგენეზი: ვითარდება როგორც გართულება კბილის ამოჭრის დროს, ძირითადად სიბრძნის კბილის შემთხვევაში და მისი დისტოპიის დროს. ვრცლად…..

მწვერვალოვანი პერიოდონტიტი – კბილის ფესვის მწვერვალის ირგვლივი ქსოვილების ანთება. ეტიოლოგია: ინფექცია (სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ანაერობი), მექანიკური ტრავმა, მათ შორის მიკროტრავმა, ქიმიური ტრავმა. ვრცლად…..

პულპიტი – კბილის პულპის ანთება, რომელიც ვლინდება ტკივილის შეტევებით. ეტიოლოგია. კარიესული ღრუს მიკროფლორა, ქიმიური, მექანიკური და თერმული ტრავმები. ვრცლად…..

ქრონიკული სტომატოგენური ინფექცია – ქრონიკული ანთების კერა პირის ღრუში; იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას.
სიმპტომები. ახასიათებს დუნე, ხანგრძლივი მიმდინარეობა. ვლინდება სისუსტე, სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი, სხეულის სუბფებრილური ტემპერატურა, ლეიკოციტოზი, რომელიც მონაცვლეობს ლეიკოპენიასთან, ლიმფოციტოზი, მეორადი ანემია, ედსის მომატება. კანის დადებითი სინჯები ალერგენებზე. ვლინდება კბილები მკვდარი პულპით, პაროდონტული ჯიბეები და სხვ. ქრონიკული კერა ხშირად განაპირობებს რევმატიზმის, რევმატოიდული ართრიტის, ნეფრიტის, ირიდოციკლიტის და სხვა ინფექციურ- ალერგიული დაავადებების განვითარებას.
მკურნალობა. ჩვეულებრივ მიმართავენ კბილის ექსტრაქციას, პათოლოგიური ჯიბის ქირურგიულ დამუშავებას. ვრცლად…..

სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, მათ შორის მწვავე ინფექციური (წითელა, დიფთერია, ქუნთრუშა), კანის (წითელი ბრტყელი ლიქენი, ექსუდაციური ერითემა და სხვ.), სისხლის (ლეიკოზი, აგრანულოციტოზი, ჰიპერქრომული ანემია და სხვ.) დაავადებების, ავიტამინოზების დროს. ვრცლად…..

სოკოვანი სტომატიტი (კანდიდოზი, რძიანა) – დაავადება, რომელსაც იწვევს სოკო  Candida albicans. პათოგენეზი. დისბაქტერიოზი (ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული), ორგანიზმის წინააღმდეგობის დათრგუნვა, რაც უკავშირდება სხვადასხვა დაავადებებს, კორტიკოსტეროიდებისა და სხვა მედიკამენტების მიღებას. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს პირის ღრუს ცუდი მოვლა.სიმპტომები: ლორწოვანი გარსი მშრალი, მკვეთრი წითელი ფერისაა, აღინიშნება მოთეთრო წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ერწყმიან ერთმანეთს. გამოვლენილი თეთრი აპკი შემდეგში პიგმენტირდება; ჩვეულებრივ იგი ადვილად იხსნება, ტოვებს მკვეთრ წითელ ზედაპირს. ბაქტერიოლოგიურად ვლინდება სოკოს მიცელიუმი; ახასიათებს გახანგრძლივებული მიმდინარეობა, შესაძლო რეციდივებით. ვრცლად…..

ფლეგმონა – ყბის ირგვლივი ფლეგმონა (perimaxillary phlegmon) – ყბა-სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებშორისი  ქსოვილის  ჩირქოვან-დიფუზური ანთება.
ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი უკავშირდება რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევას და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობას. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, კბილის მწვავე მწვერვალისირგვლივი დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ. ვრცლად…..

ქეილიტი - ტუჩის წითელი ქობის, ლორწოვანი გარსისა და კანის ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, საფუარის სოკო, ხანგრძლივი დასხივება, საპროთეზო მასალები, ტუჩის საცხი და სხვ. ვრცლად…..

კომენტარები დახურულია.

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია და დავით ანდღულაძე “ახალშობილის კვება”

სტატისტიკა

  • 10203 მომხმარებელი
  • 12699 შეკითხვა
  • 15082 პასუხი

Google სტატისტიკა


825
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი

banner160