კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

pediatria აბორტი ადენომიოზი ალკოჰოლიზმი ასო ბავშვის სქესი გაგნოლონი გინეკოლოგი გინეკოლოგია დერმატოლოგია დიეტა დოემნტოლი დომენტი გაგნიძე ექომამოგრაფია ვიტამინები ვიტამინი ვიტილიგო თერაპია თირკმელები თირკმელი იმუნორეაქტიული ტრიფსინი ინსულტი კანი კითხვა კონტრაცეპტივი კრისტალები კუნთი მადლობთ წინასწარრ მეან- გინეკოლოგია მედი მეწაღის გულმკერდი მონუნოკლეოზა ორსულობა ოფთალმოლოგია სავალდებულო სიმაღლე სისხლის საერთო ანალიზი სოკო ფეხის სოსკო ფეხმძიმობა ქალიშვილობის დაკარგვა შეკითხვა ჰემანგიომა ჰეპატიტი ჰიდრონეფროზი - – – – – – – – – – – – – – – – – – – - (628)
ბავშვთა ნევროლოგია (138)
დერმატოლოგია (1,472)
ენდოკრინოლოგია (612)
ვენეროლოგია (48)
თერაპია (1,014)
კარდიოლოგია (117)
მეან–გინეკოლოგია (4,311)
ონკოლოგია-რადიოლოგია (220)
პედიატრია (1,721)
სექსოლოგია (771)
სტომატოლოგია (120)
ტრავმატოლოგია-ორთოპედია (474)
უროლოგია–ანდროლოგია (779)
ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია (379)
ფსიქოლოგია (539)

WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.

მშვიდობით შეკრულობა, თავისუფლება ნაწლავს…

იან

26

2012

ბავშვებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა შეკრულობა ანუ ყაბზობა. ამ პრობლემამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.
რა არის შეკრულობა?
ყაბზობა ანუ შეკრულობა – ნაწლავის დაცლის შეფერხებაა, ასოცირებული განავლის ფორმის ცვლილებასთან. ზოგჯერ ამ პრობლემას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და სპეციალისტს მიმართავენ ხანგრძლივი დროის შემდეგ, რაც უფმო მეტ სირთულეებს იწვევს დაავადების განვითარებაში. ზოგ მშობელს კი არასწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს კუჭის მოქმედების სიხშირე ბავშვებში. შესაბამისად დაგებადებათ კითხვების სია: რა არის შეკრულობა, რა იწვევს მას და როდის უნდა მიმართოთ ექიმს, როგორია ნორმალური განავალი ბავშვებში? მოდით ერთად განვიხილოთ და პასუხი გავცეთ ამ კითხვებს.

როგორია ნორმალური განავალი დ დეფეკაციის სიხშირე ბავშვებში?
ნორმალურ მდგომარეობაში – ჩვილი   ბავშვებისათვის  განავლის   სადღეღამისო რაოდენობა დაახლოებით 100-200 გრამამდეა, კონსისტენცია – საშუალო სისქის ფაფისებური, სიხშირე- 1-3 -ჯერ დღეში. ხოლო, სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის ნორმად ითვლება: განავლის   სადღეღამისო   რაოდენობა  300 გრამამდე, კონსისტენცია – სქელი, ნაწლავების მოქმედების სიხშირე 1-2 -ჯერ დღეში.
საკვების მიღების შემდეგ 4-6 საათის განმავლობაში ნაწლავთა შიგთავსი ძლიერი პერისტალტიკური ტალღების წყალობით წვრილი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში გადადის. ნაწლავური ტრანზიტის შეფერხება იწვევს განავლოვანი მასების ზედმეტ გამკვრივებას,  შესაბამისად განავლის ფორმა ხდება ძეხვისებური ან საწყისი პორცია ძალიან მკვრივი. ყოველივე ეს მიგვითითებს, რომ ბავშვი მიდრეკილია ყაბზობისკენ.

როგორი შეიძლება იყოს ყაბზობა და რა უწყობს ხელს მის განვითარებას?
ყაბზობა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. რამოდენიმე საათის, დღის ან კვირის განმავლობასი განვითარებული ყაბზობა მწვავედ ითვლება; ხოლო ყაბზობა, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს – ქრონიკულად.
მწვავე ყაბზობის შემთხვევაში, თუ თან ახლავს „საგანგაშო“ სიმპტომები, როგორიცაა სისხლი განავალში, მუცლის ტკივილი, ზოგადი მდგომარეობის გაუარესება – აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
ყაბზობა შეიძლება იყოს აგრეთვე ფუნქციონალური და ორგანული (ანუ თანდაყოლილი). თანდაყოლილი პათოლოგია დაკავშირებულია ანატომიურ დეფექტებთან. მაგალითად გირშპრუნგის დაავადებასთან (მსხვილი ნაწლავის გაფართოვება), სტენოზებთან (ნაწლავის ადგილობრივი შევიწროვება). იშვიათად ყაბზობა ბავშვებში დაკავშირებულია მექანიკურ დაბრკოლებასთან: თიაქართან, პოლიპთან, დივერტიკულებთან.
საბედნიეროდ, ორგანული პათოლოგია არც თუ ისეთი ხშირია ბავშვებში და უმთავრესად დაბადებიდანვე იჩენს თავს. უმრავლეს შემთხვევაში მაინც ფუნქციონალური ყაბზობაა, რომელიც დაკავშირებულია მომნელებელი სისტემის  რეგულაციის დარღვევებთან.

მიზეზებია ძალიან ბევრია:
1.არარაციოანლური კვება: ხელოვნურ კვებაზე ნაადრევი გადაყვანა, სითხის ნაკლებობა ხელოვნური კვების დროს,   სწრაფი (7 დღეზე ნაკლები შუალედით) გადაყვანა ერთი ხელოვნური ნარევიდან მეორეზე,  დედის არასწორი კვების რეჟიმი, თუ ჩვილი ბუნებრივ კვებაზეა; ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმს და უჭირს მათი მონელება.
2.გენეტიკური მიდრეკილება (თუ მშობლებს, ბებიებს და ბაბუებს აღენიშნებათ ყაბზობა)
3.დედების არასაკმარისი ყურადღება დროული დეფეკაციის რეფლექსის ჩამოყალიბებაზე (გახანგრძლივებული პამპერსის ტარება)
4.ნერვული სისტემის დაზიანების ნარჩენი მოვლენები (მძიმე ორსულობა და მშობიარობა)
5.კუნთების სისუსტე, მაგალითად რაქიტის დროს ან რკინის დეფიციტის გამო ნაწლავის მუსკულატურა ჟანგბადით სათანადოდ ვერ მარაგდება, რაც კუნთოვან სისუსტეს იწვევს;
6.ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპოთირეოზი) – შეკრულობა მისი ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინებაა;
7.დისბაქტერიოზი – ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევაა, რაც ლპობის პროცესებს აძლიერებს და ნაწლავთა მოძრაობით აქტიურობას აქვეითებს;
8.კვებითი ალერგია (ძროხის რძის ცილის, კვერცხის, თევზის და სხვათა მიმართ), რომელიც იწვევს ნაწლავის კედლის ალერგიულ ანთებას.
9.პრეპარატების არაკონტროლირებადი და არარაციონალური გამოყენება, რომელიც უწყობენ ხელს ყაბზობის განვითარებას (იმოდიუმი, სმექტა, ფერმენტები). ასევე ხშირი ოყნის გამოყენება იწვევს ბუნებრივი რეფლექსის დათრგუნვას.
10.შედარებით მოზრდილ ბავშვებში აქტუალურია ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი და ნაწლავური პარაზიტებით გამოწვეული ყაბზობა.

როგორია ფუნქციონალური ყაბზობის ნიშნები?
– დეფეკაციის აქტის გაძნელება
– დეფეკაციათა შორის ინტერვალის გაზრდა
– მკვრივი კონსისტენციის განავლოვანი მასები
– დეფეკაციის დროს დაძაბულობა
– ნაწლავის შიგთავსის არასრული დაცლის შეგრძნება

რა გართულებაა მოსალოდნელი, თუ მშობლებმა დროულად არ მიაქციეს ყურადღება აღნიშნულ ჩივილებს?
ყველაზე ხშირი გართულებაა ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის გამო მონელებისა და შეწოვის პროცესების მოშლა, ნაწლავის ანთებითი პროცესები, ჭინთვების გამო სწორი ნაწლავის ნახეთქის გაჩენა (რაზეც მეტყველებს ალისფერი სისხლი განავალზე), სწორი ნაწლავის გამოვარდნა, ინვაგინაცია. „განგაშის“ სიმპტომებია: მუცლის შეტევითი ტკივილი, განავლოვანი მასის შემცირება ან სრული არარსებობა, სისხლი განავალში, პირღებინება და ბავშვის საკვებზე უარის თქმა. ამ დროს აუცილებლად სასწრაფოთ უნდა მივმართოთ ექიმს.

ვის უნდა მივმართოთ და როგორია გამოკვლევის სქემა ?
აუცილებლად უნდა მიმვმართოთ პედიატრს და/ან ბავშვთა გასტროენტეროლოგს, რომელიც გადაწყვეტს საჭიროებს თუ არა ბავშვი დამატებით კლინიკო-დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს, როგორიცაა კოპროლოგია (განავლის საერთო ანალიზი), განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (დისბაქტერიოზზე) და განავალი ჰელმინთებზე.
ზოგჯერ ორგანული პათოლოგიების გამოსარიცხად საჭიროა სპეციფიურ ინსტრუმენტარულ გამოკვლევები.
იმის გათვალისწინებით, რომ ნერვული სისტემის დისფუნქცია ხშირია შეკრულობის დროს ნევროპათოლოგის კონსულტაციაც გვეხმარება ამ სინდრომის კორექციისას.

როგორი უნდა იყოს ბავშვის კვება შეკრულობის დროს?
ბავშვმა უნდა მიიღოს მეტი ხილი და ბოსტნეული (ყაბაყი, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო). ყოველდღიურად ჩართეთ რაციონში მაწონი და იოგურტი, შავი ქლიავის, გარგარის ჩირის კომპოტი, წვნიანი საკვები, დაღერღილი ხორბლის ფაფა, მწვანილი (ოხრახუში – ცოცხლად).
კვება უნდა იყოს 5-6 ჯერადი დღის განმავლობაში. არ არის რეკომენდირებული ცხიმიანი საკვების ჩართვა, ასევე იმ პროდუქტებისა რომლებიც აუარესებენ ნაწლავის მოძრაობას: ცხიმიანი ხორცის  ნახარშები, მანის ფაფა, მაკარონი, კისელი, კომში, ხურმა.
კვერცხი რეკომენდირებულია მიიღოთ (თუ არ აღენიშნება ალერგია) ყოველდღიურად ომლეტის სახით. მოზრდილ ბავშვებში საკონდიტრო ნაწარმიდან განსაკუთრებით რეკომენდირებულია ის პროდუქტები, რომლებიც დამზადებულია აგარ-აგარზე ან პექტინზე (მარმელადი, პასტილა, ზეფირი, ჯემები), აგრეთვე თაფლის პროდუქტები.
შეკრულობის პროფილაქტიკის მიზნით, რაც შეიძლება დიდხანს ამყოფეთ ბავშვი ბუნებრივ კევბაზე. თუ ჩვილი მიდრეკილია ყაბზობისკენ პირველი კვებისათვის უპირატესობა ენიჭება – ბოსტნეულის ფაფებს. ასევე ყოველდღიურად თოთო ბავშვებში გამოყენებული უნდა იქნას ვაშლის, ჭერამი, ატმის ხილ-ფაფები. ცნობილია, რომ ახალშობილებს და თოთო ბავშვებს დაქვეითებული აქვთ დეფეკაციის პროცესი. შესაბამისად, მუცლის ღრუს რბილი მასაჟი საათის ისრის მიმართულებით ჭამამდე 5-7 წუთით ადრე შეიძლება იყოს ეფექტური.
კვების გარდა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დეფეკაციის სწორი რეფლექსის ფორმირებას. ეცადეთ დღის ერთი და იგივე დროს (უმჯობესია დილით) მიაჩვიოთ ტუალეტს. არ უნდა დაუშვათ უარყოფითი ემოციები ქოთანთან მიჩვევის დროს.  თავიდან შეგიძლიათ ქოთანი დადგათ სათამაშოებთან ერთად და იქვე დასვათ ბავშვი, რომ თამაშის სახე მიეცეს, როდესაც ქოთანზე დაჯდება დააჯილდოვეთ რაიმე მისთვის სასურველი ნივთით. შეაქეთ, უთხარით რომ ძალიან გაგახარათ ასე რომ მოიქცა და ა.შ… რომ შეეჩვევა, ნელნელა ჩამოაშორეთ ქოთანი სათამაშოების კუთხეს და ტუალეტთან მიაახლოვეთ. იგივენაირად გაიმეორეთ იქაც, ყოველ დაჯდომაზე შეაქეთ და დააჯილდოვეთ, შემდეგ ყოველი 2 დაჯდომის მერე დააჯილდოვეთ, და ასე ნელნელა შეამცირეთ ჯილდოები.. და ბავშვიც ისწავლის ქოთანზე ჯდომას.

თუ კვების კორექციამ არ მოგვცა შედეგი და შეკრულობა ისევ აწუხებს ბავშვს, აუცილებელია მიზეზის პოვნა და მისი მკურნალობა მედიკამენტების სახით – ეს უკვე ექიმის პრეროგატივაა.

პედიატრი ფიქრია ჟვანია

კომენტარები დახურულია.

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია და დავით ანდღულაძე “ახალშობილის კვება”

სტატისტიკა

  • 10592 მომხმარებელი
  • 13171 შეკითხვა
  • 15608 პასუხი

Google სტატისტიკა


685
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი

banner160