კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

online pediatria აბორტი ადენომიოზი ალკოჰოლიზმი ასო ბავშვის სქესი გაგნოლონი გინეკოლოგი გინეკოლოგია დერმატოლოგია დიეტა დოემნტოლი დომენტი გაგნიძე ექომამოგრაფია ვიტამინები ვიტამინი ვიტილიგო თერაპია თირკმელები თირკმელი იმუნორეაქტიული ტრიფსინი ინსულტი კანი კითხვა კონტრაცეპტივი კრისტალები მადლობთ წინასწარრ მეან- გინეკოლოგია მედი მეწაღის გულმკერდი მონუნოკლეოზა ორსულობა ოფთალმოლოგია სავალდებულო სიმაღლე სისხლის საერთო ანალიზი სოკო ფეხის სოსკო ფეხმძიმობა ქალიშვილობის დაკარგვა შეკითხვა ჰემანგიომა ჰეპატიტი ჰიდრონეფროზი - – - – - – - – - – - – - – - – - – - - (510)
ბავშვთა ნევროლოგია (116)
დერმატოლოგია (1,410)
ენდოკრინოლოგია (576)
ვენეროლოგია (39)
თერაპია (957)
კარდიოლოგია (106)
მეან–გინეკოლოგია (3,931)
ონკოლოგია-რადიოლოგია (199)
პედიატრია (1,597)
სექსოლოგია (712)
სტომატოლოგია (116)
ტრავმატოლოგია-ორთოპედია (443)
უროლოგია–ანდროლოგია (725)
ფსიქოთერაპია-ფსიქიატრია (355)
ფსიქოლოგია (502)

WP Cumulus Flash tag cloud by Roy Tanck requires Flash Player 9 or better.

ნერვის ანთება

ივნ

9

2011

გამარჯობათ!
დაახლოებით ერთი კვირის წინ დამეწყო წელის არეში მარცხენა მხარეს ყრუ ტკივილი, შემდეგ თანდათან მომემატა, გადავიდა ტკივილი ქვემოთა ნაწილში და ფეხის ჩაყოლებაზე. ექიმთან არ მივსულვარ, ჩემით გავიკეთე ვოლტარენის ნემსი, უკვე 4 ცალი, მოძრაობა თითქოს გამიიოლდა,მაგრამ დახრა მაინც მიჭირს. ტკივილი მაინც მაქვს მთელი ფეხის ჩაყოლებაზე და კოჭთან ჩერდება. ჩემი ვარაუდით ეს ნერვის ანთება უნდა იყოს, მაინტერესებს ხომ არ ვცდები ან გავაგრძელო ისევ ნემსები თუ შესაზელიც მივამატო რამე? უკვე შევწუხდი ძალიან. იქნებ მირჩიოთ რამე.
წინასწარ გიხდით მადლობას!

avatar
პასუხი #1

გამარჯობათ!
ხეხრხემლის წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი(ეს არის დედგენერაციულ ართროზული პროცესი), რაშიც ასევე ჩართულია მალთაშორისი ხრტილოვანი დისკოს პრობლემები, ხდება მისი ცდომა(პროტრუზია, პროლაფსი, სრული გამოვარდნა) თიაქარი, რაც შედეგად აწვება ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვის ფესვს და იწვევს თქვენს მიერ აგნიშნულ ჩივილებს(სხვადასხვა ინტენსივობის), ყალიბდება ფესვის ანთება(корешковый синдром).
იმისათვის ,რომ დადგინდეს მკურნალობის მეთოდი საჭიროა განისაზგვროს მალთაშორისი დისკოს და ზოგადად სეგმენტის მდგომარეობა(რენტგენის და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით).გასათვალისწინებელია ასაკი, წონა და სქესი.
ამის შემდგომ ისაზღვრება მკურნალობის სქემა-კონსერვატიული(უოპერაციო) მკურნალობის დროს ინიშნება ანთების საწინაღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, როგორც კუნთებში ასევე დრაჯეების ან სანთლების სახით(გააჩნია რა მდგომარეობაშია კუჭ-ნაწლავის ტრაქტი),მიორელაქსანტები, მოსვენება. ტკივილის სინდრომის კუპირების შემდგომ იწყება რეაბილიტაცია და სამკურნალო ვარჯიშები რაც მოიცავს ზურგის და მუცლის კუნთების(ხერხემლის კუნთოვანი კარკასის) გაძლიერებას, დაუშვებელია არაპროფესიონალური მანუალური თერაპიის ჩატარება, მითუმეტეს როდესაც კვლევა არა გაქვთ ჩატარებული. სამწუხაროდ კონსერვატიული მეთოდი – ასეთი დიაგნოზის დროს ხშირ შემთხვევაში დროებითია!
ოპერაციული მკურნალობის მეთოდი რამოდენიმეა, ყველა შემთხვევაში ხდება დისკოს ნაცილის ან მისი ბირტვის დესტრუქცია და სეგმენტის ფიქსაცია. ყველაფერი ზემოთ ხსენებული უნდა გადაწყვიტოს ვერტებროლოგმა!
ნუ დააყოვნებთ მასთან ვიზიტს, რადგან თვითმკურნალობას თითქმის არასოდეს შედეგი არ მოაკვს ან ის არასცორია(ხშირ შემთხვევაში)!
გისურვებთ ჯანმრთელობას!

Answers უპასუხა: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ექიმი ლევან ჩიკვატია
avatar
პასუხი #2

ასევე სწრაფი რეაგირებით და საკმაო ეფექტურობით გამოირცჰევა ადგილობრივი ბლოკადები! სამცუხაროდ ესეც ხშირ სემთხვევაში დროებითია!

Answers უპასუხა: მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ექიმი ლევან ჩიკვატია

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია და დავით ანდღულაძე “ახალშობილის კვება”

სტატისტიკა

  • 9782 მომხმარებელი
  • 12128 შეკითხვა
  • 14390 პასუხი

Google სტატისტიკა


671
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი

banner160