აქციები

დატანჯული მამის თხოვნა , გადამირჩინეთ ჩემი ამიკო გემუდარებით

მაისი 22, 2016 1:32 pm : აქციები

სატელეფონო ზარები: ჯეოსელი,მაგთი ,ბილაინი : 0 901 700 177 (1 ლარი)

2 წელია რაც სავადმყოფოში ვართ და ვებრძვით ამ მძიმე დაავადებას , 7 წლის ამიკოს თავის ტვინის სიმსივნე აქვს 4 სტადიაში , ძალიან ბევრი ქიმია და დასხივება გაუკეთდა უკვე ასევე 2 ოპერაცია თავზე ,1 თურქეთის კლინიკაში , კეთილი ადამიანების დახმარებით და დაფინანსებით აქამდე მოვედით და გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ მძიმე წუთებში , დაგვეხმარეთ რომ არ დამეღუპოს ჩემი მაგარი ბიჭი .
ისეთი აქტიური ბავშვი იყო სულ დარბოდა და ცელქობდა. ბაღში მასწავლებლები ძლივს აჩერებდნენ, ცეკვაზეც დადიოდა სუხიშვილებში.
მოულოდნელად სისუსტე და თავის ტკივილები დაეწყო , ანალიზების მერე 4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა ,ძალიან მძიმე იყო ამ უბედურებასთან მარტო გამკლავება , ისედაც უკიდურესად გაჭირვებულ ჩვენს ოჯახს ეს დარდიც დაგვემატა , ხალხი და სუხიშვილებიც დაგვეხმარნენ პირველ ოპერაციაზე , ძალიან გვიჭირს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს სოციალური 1000 ქულა გვაქვს რაც იმას ნიშნავს რომ არაფერი არ გვაქვს სახლში , ან სად უნდა გვქონდეს სახლიც არ გვაქვს დროებით შეჭრილები ვართ ,სახელმწიფო ბალანსზე
არსებულ ფ ე რ მ ა შ ი .

ისიც გვეუბნებიან ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოგასახლოთ წითელ ზოლშია ეს ფერმაო მოქცეულიო , ქობულეთის რაინოში ვართ სოფელ საჩინოში , ერთი პატარა კიდე გყვავს და ის არ რჩება ჩემთან სულ ტირის დედასთან უნდა , ამიტომ მე ვარ ორი წელია სავადმყოფოში , მე ვუვლი ჩემს ამიკოს, დედაც ვარ და მამაც ,თავიდან ძალიან მიჭირდა სარეცხის დარეცხვა და საჭმლის გაკეთება ბავშვისთვის მაგრამ მისი გულისთვის ყველაფერს ვაკეთებ , ეხლაც მისი სიცოცხლისთვის გავბედე ამ წერილის მოწერა რომ გადამირჩინოთ შვილი , 4 თვეა გულის რევები აქვს , გამოკვლევები სჭირდება თურქეთში სასწრაფოდ რომ დაადგინონ რის ბრალია, ბავშვი 7 წლის არის და 13 კილოა , 8 კილო დაიკლო რაც გულისრევები აქვს , ეს წონა 3 წლის ბავშვის წონაა .

გთხოვთ კეთილო ხალხო გადამირჩინეთ ჩემი შვილი, სასწრაფოდ ამ გამოკვლევებისთვის 5850 $ უნდა ვიშოვო , ეს მარტო გამოკვლევა რაც ღირს, თურქეთში, კლინიკა ანადოლუში და დანარჩენი უკვე აღარ ვიცი რამდენი დაგვჭირდება…..

ჩვენო მეგობრებო თქვენი იმედი გვაქვს რომ გადავარჩენთ პატარა ამიკოს და დავეხმარებით . გაიზიარეთ თან ბევრმა ადამიანმა რომ გაიგოს და დაეხმაროს პატარას .

სატელეფონო ზარები:
ჯეოსელი,მაგთი ,ბილაინი :
0 901 700 177 (1 ლარი)
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი
(დანიშნულებაში მიუთითეთ ამიკოს სახელზე რომ რიცხავთ )

ლიბერთი ბანკი :
LBRTGE22 — GE06LB0115110522369000 GEL
LBRTGE22 — GE76LB0115110522369001 USD
LBRTGE22 — GE49LB0115110522369002 EUR
თიბისი ბანკი :
TBCBGE22 — GE34TB7319436080100002 GEL
TBCBGE22 — GE78TB7319436180100002 USD
TBCBGE22 — GE08TB7319436180100001 EUR
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ფონდის ნომერზე : 568 27 11 55

ბავშვის მამის მობილური :
593 31 31 75 ( არკადი)

მადლობა სიკეთისთვის

Leave a response »

დაეხმარეთ 6 წლის თამუნას, ზარის ღირებულებაა 1ლარი

იანვარი 15, 2016 10:37 pm : აქციები

დაეხმარეთ 6 წლის თამუნას, ზარის ღირებულებაა 1ლარი
ვისაც დახმარება არ შეგიძლიათ გთხოვთ გააზიარეთ რათა ბევრმა ნახოს და დახმარება შეძლოს თამუნასი და მისი დედიკოსი!!!!

თამუნას დედის თხოვნა ხალხისადმი!!!
მოგესალმებით ყველას დიდი ბოდიში ჩემი პრობლემით რომ გაწუხებთ მაგრამ დამიჯერეთ მეტი გზა აღარ დამრჩა მიიტანეთ ჩემი გასაჭირი გულთან და დამეხმარეთ გთხოვთ ყველას.
ჩემი 6წლის თამუნა მყავს ძალიან ცუდად მიკვდება ხალხნო დამეხმარეთ შვილის გადარჩენაში ჩემ შვილს აქვს ცელემბრალური დამბლა ეპილეფსიური შემოტევა ბავშვს მიგდებს კომაში თითქმის ყოველ დღე უფრო და უფრო მძიმდება ბავშვი ვერ მეტყველებს ვერ დადის აქვს გაუსაძლისი ტკივილები მეგობრებო დედებო მამებო მუხლებზე გიდგებით ყველას გადამირჩინეთ შვილი დამეხმარეთ გამწარებულ დედას რომ ჩემი 6წლის ნატანჯი შვილი დამრჩეს ცოცხალი ვარ მარტოხელა დედა მყავს 2შვილი 10წლის ნატა და 6წლის თამუნა რომელიც მიკვდება მეუღლემ თამუნას მდგომარეობის გამო მიგვატოვა არ კითხულობს ჩვენს ამბავს ვცხოვრობთ ქირით ქუთაისსში რომელ ქირასაც მეგობრები მიხდიან დამიდექით ყველას გევედრებით გვერდში პამპერსის ფულიც კი არ მაქვს და გამაყუჩებლის თამუნასთვის თამუნას ესაჭიროება გამოკვლევა მკურნალობა მედიკამენტები რომელიც შეადგენს 15000ლარს უოველი დგის გათენების მეშინია ტკივა ვერ მეუბნება რა ტკივა რა აწუხებს სიკვდილი მინდა მაგრამ ვის დავუტოვო ჩემი შვილები დამეხმარეთ გევედრებით ყველას მიიტანეთ გამწარებული დედის თხოვნა გულთან მეუღლემ ზურგი გვაქცია მაგრამ მე თქვენი იმედი მაქვს რომ ვის რა საშვალება გაქვთ დამეხმაროთ დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა ყველა დიდი ბოდიში ჩემი პრობლემით შეწუხებისაყვის გამიგებთ მჯერა გამწარებულ დედას რომელსაც შვილი ხელებში უკვდება.

ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში დოლარში,ევროში,ლარში ანგარიშის ნომერია… GE14BG0000000906309000 mimgebi VlADIMERI ROKHVADZE საქველმოქმედო ნომერია 0901700420 ბილაინის და მაგთის აბონენტებისათვის ზარის ღირებულებაა 1ლარი საკონტაკტო ნომერია 557 60 00 37 დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა ყოველი თქვენი გაღებული თანხა თამუნას სიცოცხლის წინ გადადგმული ნქბიჯია

ვიდეო

tamuna

Leave a response »

დაეხმარე და დაგეხმარებიან

აპრილი 8, 2015 3:29 pm : აქციები

andria5 წლის ანდრია ადაძე ორი თვეა მწვავე ლიმფო პლასტურ ლეიკემიას ებრძვის, მის გადასარჩენად 80 000 ევროა საჭირო. პატარა მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადის
ვისაც გსურთ მოზარდის გამოჯანმრთელობაში წვლილის შეტანა შეგიძლიათ, გაიღოთ თანხა და დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 0 901 08 08 06. ზარის ღირებულება ერთი ლარია. ასევე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ანგარიშის ნომერზე GE17TB000000365124

Leave a response »

დაეხმარე და დაგეხმარებიან

ივლისი 23, 2014 3:00 am : აქციები

2_51„დედა, მეც უნდა მოვკვდე? შენ თენგოსაც ეუბნებოდი, არ მოკვდებიო…“

„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, დედა, რომელმაც ორი შვილი დაკარგა, მესამეს გადასარჩენად იბრძვის და საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. ია კოხრეიძეს ორი შვილი დაუდგენელი დაავადებით გარდაეცვალა. მესამე შვილი – გიორგი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა მისი გადარჩენის შანსები არსებობს.

გარდაცვლილი ბავშვების ძმას, 11 წლის გიორგი ჯიშკარიანს შემდეგი სიმპტომები აღენიშნება: უჭირს სიარული, აქვს მხედველობის პრობლემა, კარდიოლოგიური პრობლები, საკვების მიღებისას ღებინება ეწყება და კვირაში სამჯერ სისხლის გადასხმა სჭირდება,

„11 წლის გიორგი სიცოცხლით სავსე ბიჭია და ყოველდღიურად იბრძვის ამ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. კომა, რომელიც მის ერთერთ ძმას სიკვდილის წინ განუვითარდა, გიორგიმ იაშვილის კლინიკაში გადაიტანა და სრულიად ღონემიხდილი იყო. მაშინ გიორგი, ბევრი კეთილი ადამინის დახმარებით სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და გერმანიაში გაემგზავრა (2013წ), სადაც ურთულესი გამოკვლევები ჩაუტარდა, თუმცა ვერც გერმანელემა ექიმებმა შეძლეს ზუსტი დიაგნოზის დასმა. ერთადერთი, რაც გერმანულ კლინიკაში დადგინდა, არის ის, რომ გიორგის ორგანიზმი, ფაქტობრივად, არ შეიცავს ვიტამინ „D”-ს. გიორგის გერმანულ კლინიკაში გამოკლვლევები და მკურნალობა უსახსრობის გამო შეწყდა. გიორგი ამჟამად ძალინ მძიმედ არის და მას გერმანიაში ხელახლა გამგზავრება სჭირდება.

გიორგი ჯიშკარიანს 30 000 ევრო აქვს კლინიკის ანგარიშზე და ვერ მიდის გერმანიაში, რადგან გამგზავრების და იქ გამოკვლებებისას საცხოვრებელი ხარჯები 10 000 ევროს აღწევს. პირველ ეტაპზე 5 000 საკმარისია, რომ გაემგზავროს. ასევე აუცილებელია, მისი მამის გამგზავრება კვლევებისათვის, რომ გიორგის საბოლოო დიაგნოზი დაუდგინონ. ბავშვის მდგომარეობა უარესდება და თუ ის კიდევ უფრო დამძიმდა, გადაყვანის ხარჯები მინიმუმ 20 000 ევროთი გაიზრდება. ოჯახი თხოვს ყველას, შეძლებისდაგვარად გაიღოს თანხა გიორგის გადასარჩენად.

ჯიშკარიანების ოჯახის ტრაგედია იწყება 2003 წლიდან. 2003 წელი – გოგა ჯიშკარიანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. 2013 წლის 6 მარტს თენგო ჯიშკარიანი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.

გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახმა სახლი იპოთეკით დატვირთა და თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაუყიდეს. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან.

ანგარიშის ნომერია „საქართველოს ბანკში“: GE55BG0000000294612100

თანხის მიმღები – გიორგი დედა: ია კოხრეიძე, პირადი ნომერი 60001055881; ტელეფონის ნომერი: 595 530 270

P.S სოციალურ ქსელში ქვეყნდება გიორგი ჯიშკარიანისა და მისი დედის ია კოხრეიძის დიალოგი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „საბას“ ხელმძღვანელმა ცირა ტყებუჩავამ ჩაწერა:

– დედა,მტკივა.
– ვიცი, შვილო.
– დედა ძალიან მტკივა, მიშველე რამე.
– მოგიკვდეს დედა…
– დედა, მეც უნდა მოვკვდე? როგორც თენგო და გოგა.
– არა დედა, შენ კარგად იქნები.
– დედა, შენ თენგოსაც მაგას ეუბნებოდი.
– ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება გიორგი, შენ კარგად იქნები.
– დედა როდის წავალთ გერმანიაში, ვეღარ ვუძლებ.
– მალე, გპირდები, მალე წაგიყვან.
– ფული რომ არ გვაქვს?
– ვიშოვით, დედა გენაცვალოს.
– მამა რატომ ტირის?
– იმიტომ, რომ ძალიან უყვარხარ.
– არ იტირო დედა, არ მინდა რომ ტირიხართ. მეც მიყვარხართ.
– აღარ ვტირი. გაგიარა გიორგი?
– არა დე…მეშინია, არ მინდა თენგოსთან, შენთან მინდა. არ მინდა სიკვდილი, მე ხომ ჯერ ბავშვი ვარ. უთხარი ხალხს, რა.
– ვეტყვი, შვილო.
– ჰო, უთხარი და დამეხმარებიან. მე ვიცი. დე, მზე ამოვიდა, ლამაზია მზე.
– კი, ლამაზია.
– დე, თენგოსაც უყვარდა მზე.
– კი, უყვარდა შვილო, მზე ყველას უყვარს.
– არა, მე ყველაზე მეტად მიყვარს. მე დამეხმარებიან, ვიცი…“, – ნათქვამია „აფხაზეთის ხმაზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში (http://www.fmabkhazia.com/).

Leave a response »

დაეხმარე და დაგეხმარებიან

თებერვალი 3, 2014 3:21 am : აქციები

daechmare_dagechmarebian ძვირფასო “უფასო სამედიცინო კონსულტაციების საიტის” მომხმარებელო, ჩვენი საიტი უკვე 4 წელია უსასყიდლოდ გეხმარებათ და  თუ გექნებათ სურვილი თქვენც შეგიძლიათ ასევე ხელი გაუწოდოთ სხვას. საუბარია თქვენთვის სიმბოლურ თანხაზე, რომელიც ავადმყოფ ბავშვებს დაეხმარება.
ბავშვის მონაცემები პერიოდულად გამოქვეყნდება საიტზე და საკმარისი იქნება თქვენი ერთი სმს გაგზავნა ან ერთი ზარი, რითაც დაეხმარებით ავადმყოფ ბავშვის მკურნალობას.
წინასწარ გიხდით უღრმეს მადლობას გულსიხმიერებისათვის!
პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია

მეგობრებო, დავეხმაროთ და სიკვდილს გადავარჩინოთ ლეიკემიით დაავადებული 19 წლის ნანიკო ხაჩიურს!
“თქვენს შვილს ლეიკემიის უმძიმესი ფორმა აქვს, თუ თურქეთში ან გერმანიაში არ წაიყვანეთ და ძვლის ტვინი არ გადაუნერგეთ, მოკვდებაო” – ასეთი დიაგნოზი უთხრეს ექიმებმა ნანიკო ხაჩიურის მშობლებს.
ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ ავადმყოფს ძვლის ტვინის გდანერგვა გაუკეთონ საზღვარგარეთ. 

თქვენი 1 ზარი გადაარჩენს ამ გოგონას. ზარის ღირებულება 1 ლარია.
ტელეფონი: 0901700091

2 Comments »

კითხვებს ვაგზავნი და არ მოდის რაშია საქმე ?

აპრილი 26, 2013 7:43 pm : აქციები

კითხვებს ვაგზავნი და არ მოდის რაშია საქმე ?

2 Comments »

პედიატრი ფიქრია ჟვანია იმუნიტეტის შესახებ

აპრილი 25, 2013 7:15 pm : აქციები, პედიატრია

Leave a response »

პასუხი

აპრილი 18, 2013 1:30 am : აქციები

აქ რო გისვამენ კითხვებს ეგრევე რატო არ პასუხობთ?

1 Comment »

ქალბატონ ხათუნას

მარტი 17, 2013 5:41 am : აქციები

ძალიან დიდი ბოდიში ,მარა რატომ არ მცემთ პასუხს? ჩემი კითხვა უფრო სერიოზულია თუ სხვის ბევრჯერ გამოგზავნილი კითხვა ასოზე?კითხვებიდანაც ჩანს ვიღაც გაშაყირებდათ.(ვგულისხმობ თქვენთან დასმულ კითხვებს ამ საიტზე)

1 Comment »

გთხოვთ მიპასუხოთ

სექტემბერი 21, 2012 8:27 pm : აქციები

ქალბატონო მარიამ ორი დღის წინ დაგისვით კითხვა და მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს, გთხოვთ მიპასუხოთ.

1 Comment »

რატო არ მცერეთ?

სექტემბერი 21, 2012 1:26 pm : აქციები

რატო არ მცვერთ?

2 Comments »

შეკითხვა

სექტემბერი 20, 2012 10:23 pm : აქციები

უკაცრავად გინეკოლოგი ყველა შეკითხვაზე არ სცემს პასუხს თუ როგორი სისტემაა ამ საიტზე???

3 Comments »

დახმარება სამედიცინო თემის არჩევაში

სექტემბერი 18, 2012 5:32 pm : აქციები

გამარჯობათ,მე ტატიანა ვარ 16 წლის თქვნთან ერთი თხოვნა მექნება და გთხოვთ დამეხმაროთ გადაწყვეტილების მიღებაში. ესესაა სკოლასჰი სამედიცინო ბიოლოგოოს სწავლა დავიწყეთ, მასწავლებელმა ჯგუფებად დაგვყო და გვთხოვა რამე თემის მომზადება და გთხოვთ თუ შეგიძლიათ დამეხმაროთ არჩევნის გაკეთებაში. თქვენი აზრით რომელო თემა ავირჩიო, რომელი იქნება საინტერესო და გასაგებიი 11 კლასელი ბავშვეიბისათვის და ასევე მასწავლებლისათვის? გთხოვთ გამომეხმაუროთ.

Leave a response »

დახმარება მჭირდება

აგვისტო 28, 2012 7:31 am : აქციები

მაქვს კითხვა,მაგრამ აქ ფოტო თუ არ განვათავსე ასე როგორ უნდა დასვან სავარაუდო დიაგნოზი მაინც…მგონი უაზრობაა თუ რამე ვერ გავიგე? კანზე მაქვს რაღაც უცნაური შეწთლება და ვიზუალური დათვალიერების გარეშე რა აზრი აქვს ვირტუალურ მომსახურებას…

3 Comments »

Geoanswer მობილურზე

აპრილი 13, 2012 9:16 pm : აქციები

mobilუფასო “დისტანციური სამედიცინო კონსულტაციების” საიტის ნახვა შეგიძლიათ  მობილური ტელეფონის მეშვეობით.

http://www.geoanswer.net/?wptap_view=mobile

მობილურ ვერსიაზე გადასვლა შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული ლინკის მეშვეობით, ან საიტის დაბლა მოცემული ღილაკით. ამ ღილაკის მეშვეობით ასევე  შესაძლებელია საიტის პირვანდელ ვერსიაზე დაბრუნება.

gadartva

Comments are closed
« გვერდი 1 »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14743 მომხმარებელი
  • 16358 შეკითხვა
  • 18980 პასუხი

Google სტატისტიკა


416
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი