ჩაკეტილი წრე

ნოე

29

2017

გამარჯობა ^^ არვიცი, რამდენად წარმოადგენს პრობლემას ის რასაც დავწერ, მაგრამ იმედი მაქვს თქვენ მეტყვით. მოკლედ, 20 წლის საკმაოდ მხიარული, ბედნიერი, ცხოვრებით ზომიერად კმაყოფილი, არადეპრესიული და ჰეტეროსექსუალი გოგო ვარ. არასდროს მაწუხებდა ის ფაქტი, რომ შეყვარებული არ მყოლია და არც ახლა მივიჩნევ ამას პრობლემად, მაგრამ რის გამოც არ მყავს იმ მიზეზზე მიწევს ახლა საუბარი. ყოველ ჯერზე, როდესაც ურთიერთობა მოწონებას და ფლირტს სცდება, როდესაც ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდის, აშკარად ამით ვწუხდები. ვიწყებ მიზეზების ძებნას, რატომ არ უნდა მომწონდეს ეს ბიჭი. პერფექციონისტი და საკუთარ თავზე შეყვარებული ნამდვილად არ ვარ. შემდეგ უკვე გაღიზიანების ეტაპი მოდის, მაღიზიანებს მოწერის და ნახვის დროს, ვხდები ირონიული და ბოლოს უარყოფის ეტაპიც. სანამ არ ვეტყვი, რომ მასში რაღაც არ მომწონს და ყველაფერს არ დავამთავრებ იქამდე რაღაცა მახრჩობს თითქოს. ბოლო ჯერზე ეს იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა მეოთხე თვეა ამაზე ფიქრს ვერ ვწყვეტ. როდესაც, როგორც წესი ყველაფერი გავაფუჭე, რაღაც დროის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ურთიერთობის გაგრძელება მინდოდა, ბიჭი იმდენად თავმოყვარე იყო არ მაპატია და მას მერე დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი. იმასაც ვერ ვხვდები მიყვარს თუ უბრალოდ უარყოფის ეფექტია და შერიგების შემთხვევაში ისევ გაღიზიანება დამეწყება, რადგან ასეთი შემთხვევაც მქონია. ურთიერთობის გამოსწორების შანსი თუ არ მექნება, იქნებ ის მაინც გავიგო, შემდეგ ჯერზე როგორ არ უნდა გავაფუჭო ყველაფერი. წინასწარ მადლობა.

ფსიქოლოგია გამოაქვეყნა:

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14587 მომხმარებელი
  • 16277 შეკითხვა
  • 18912 პასუხი

Google სტატისტიკა


399
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი