დატანჯული მამის თხოვნა , გადამირჩინეთ ჩემი ამიკო გემუდარებით

მაი

22

2016

სატელეფონო ზარები: ჯეოსელი,მაგთი ,ბილაინი : 0 901 700 177 (1 ლარი)

2 წელია რაც სავადმყოფოში ვართ და ვებრძვით ამ მძიმე დაავადებას , 7 წლის ამიკოს თავის ტვინის სიმსივნე აქვს 4 სტადიაში , ძალიან ბევრი ქიმია და დასხივება გაუკეთდა უკვე ასევე 2 ოპერაცია თავზე ,1 თურქეთის კლინიკაში , კეთილი ადამიანების დახმარებით და დაფინანსებით აქამდე მოვედით და გთხოვთ ნუ დაგვტოვებთ მარტო ამ მძიმე წუთებში , დაგვეხმარეთ რომ არ დამეღუპოს ჩემი მაგარი ბიჭი .
ისეთი აქტიური ბავშვი იყო სულ დარბოდა და ცელქობდა. ბაღში მასწავლებლები ძლივს აჩერებდნენ, ცეკვაზეც დადიოდა სუხიშვილებში.
მოულოდნელად სისუსტე და თავის ტკივილები დაეწყო , ანალიზების მერე 4 სტადიის სიმსივნე დაუდგინდა ,ძალიან მძიმე იყო ამ უბედურებასთან მარტო გამკლავება , ისედაც უკიდურესად გაჭირვებულ ჩვენს ოჯახს ეს დარდიც დაგვემატა , ხალხი და სუხიშვილებიც დაგვეხმარნენ პირველ ოპერაციაზე , ძალიან გვიჭირს არანაირი შემოსავალი არ გვაქვს სოციალური 1000 ქულა გვაქვს რაც იმას ნიშნავს რომ არაფერი არ გვაქვს სახლში , ან სად უნდა გვქონდეს სახლიც არ გვაქვს დროებით შეჭრილები ვართ ,სახელმწიფო ბალანსზე
არსებულ ფ ე რ მ ა შ ი .

ისიც გვეუბნებიან ნებისმიერ წუთს შეიძლება გამოგასახლოთ წითელ ზოლშია ეს ფერმაო მოქცეულიო , ქობულეთის რაინოში ვართ სოფელ საჩინოში , ერთი პატარა კიდე გყვავს და ის არ რჩება ჩემთან სულ ტირის დედასთან უნდა , ამიტომ მე ვარ ორი წელია სავადმყოფოში , მე ვუვლი ჩემს ამიკოს, დედაც ვარ და მამაც ,თავიდან ძალიან მიჭირდა სარეცხის დარეცხვა და საჭმლის გაკეთება ბავშვისთვის მაგრამ მისი გულისთვის ყველაფერს ვაკეთებ , ეხლაც მისი სიცოცხლისთვის გავბედე ამ წერილის მოწერა რომ გადამირჩინოთ შვილი , 4 თვეა გულის რევები აქვს , გამოკვლევები სჭირდება თურქეთში სასწრაფოდ რომ დაადგინონ რის ბრალია, ბავშვი 7 წლის არის და 13 კილოა , 8 კილო დაიკლო რაც გულისრევები აქვს , ეს წონა 3 წლის ბავშვის წონაა .

გთხოვთ კეთილო ხალხო გადამირჩინეთ ჩემი შვილი, სასწრაფოდ ამ გამოკვლევებისთვის 5850 $ უნდა ვიშოვო , ეს მარტო გამოკვლევა რაც ღირს, თურქეთში, კლინიკა ანადოლუში და დანარჩენი უკვე აღარ ვიცი რამდენი დაგვჭირდება…..

ჩვენო მეგობრებო თქვენი იმედი გვაქვს რომ გადავარჩენთ პატარა ამიკოს და დავეხმარებით . გაიზიარეთ თან ბევრმა ადამიანმა რომ გაიგოს და დაეხმაროს პატარას .

სატელეფონო ზარები:
ჯეოსელი,მაგთი ,ბილაინი :
0 901 700 177 (1 ლარი)
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი
(დანიშნულებაში მიუთითეთ ამიკოს სახელზე რომ რიცხავთ )

ლიბერთი ბანკი :
LBRTGE22 — GE06LB0115110522369000 GEL
LBRTGE22 — GE76LB0115110522369001 USD
LBRTGE22 — GE49LB0115110522369002 EUR
თიბისი ბანკი :
TBCBGE22 — GE34TB7319436080100002 GEL
TBCBGE22 — GE78TB7319436180100002 USD
TBCBGE22 — GE08TB7319436180100001 EUR
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ფონდის ნომერზე : 568 27 11 55

ბავშვის მამის მობილური :
593 31 31 75 ( არკადი)

მადლობა სიკეთისთვის

კატეგორიის გარეშე გამოაქვეყნა:

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14551 მომხმარებელი
  • 16254 შეკითხვა
  • 18899 პასუხი

Google სტატისტიკა


328
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი