დეპრესია/ორსულობა

ნოე

8

2017

გამარჯობა…
როგორ ცუდად ვარ ალბათ ვერ ავხსნი… ცუდად ვარ იმიტომ რომ “ცუდად” ვარ და იმიტომ რომ ამ ცუდად ყოფნამ არ ავნოს ნაყოფს. წლებია 6 წელზე მეტი სხვადასხვა დიაგნოზიტ ვმკურნალობ ფსიქასტენია სფოთვითი აშლილობა დერეალიზაცია დეპერსონალიზაცია დეპრესია ნოვროზი საბოლოოდ რა მჭირს არ ვიცი, 6 წლის მანძილზე სამჯერ მომიწია მედიკამენტების მიღება ხანმოკლე 2 თვიანი კურსით, ბოლოს ერთი წლის უკან ვიღებდი სეციტასა და კეტილეპპტს… ახლა ყველაზე საუკეტესო ეტაპია ჩემს ცხოვრებაში დავოჯახდი ერთი წლის უკან და აღარც გამხსენებია ცუდად ყოფნა ძალიან ძვირფასი მეუღლე მყავს… ორსულად ვარ 4 თვის, რამდენიმე დღის უკან რაღაც საკითხზე ღელვა მომიწია მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ამერიდებინა სტრესისთვის მაგრამ ვერ მოვახერხე… და იმ დღის მერე დაიწყო და დაიწყო, ღამე კანკალი სიცივე/სიცხის მონაცვლეობა ტირილი შფოთვა უძილობა მოუსვენრობა საერთოდ გათიშული ვარ აფსოლუტურად დერეალიზებული უკვე იმასაც ვეღარ ვაცნობიერებ რამხელა სიხარულს ველოდები შვილი უნდა შემეძინოს და მე ჩემი საქციელით მას რას ვუკეთებ ???!!! ვერ ვიყვან თავს ხელში მეანთან ვიყავი და ნოვორესტი დამინისნა დილა საღამოს ჯერ არ მიმიღია მგონია ჩემ შვილს რამეს ავნებს ვერც ვერავის ვუყვები ცემს განცდებს არ ვიცი ოჯახის წევრები როგორ მიიღებენ იმას რომ მე წლების უკანაც მაწუხებდა ეს პრობლემა, ვიცი ყველა განმიკითხავს რომ ორსული როგორ ვერ ვაკონტროლებ თავს როგორ არ ვუფრთხილდები პატარა არსებას. მესინია რომ ფსიქოტროპული წამლების დალევა მომიწევს და ჩემს შვილს რამე მოუვა, ეხლაც ვცახცახებ, არ ვიცი რა იქნება…. ძალიან მინდა ჯანმრთელი შვილის ჯანმრტელი დედა ვიყო, მე კიდევ ჯანდაბას ოღონდ ეს ორსულობა მშვიდად როგორღაც გავიდეს და ცემი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს და მე მერე რა მომივა როგორ ვიქნები არ ვჩივი…. რა გავაკეტო? გადამივლის ვითომ მეოთხე დღეა და ისევ ისე კანკალში და უძილოდ ვარ უზილობა დეპერსონალიზაციას უფრო მიმძაფრებს:(

avatar
პასუხი #1

გაგიმარჯოთ.
ვწუხვარ, რომ იმავე დღეს ვერ ვნახე თქვენი წერილი და კიდევ ორი დღე პასუხის ლოდინში დაიკარგა.
თუ ახლაც იგივე მდგომარეობა გაქვთ, გირჩევთ მალე შევხვდეთ. სულ ერთია, რა მიზეზს მოიფიქრებთ ამ შეხვედრისთვის, უძილობა იქნება ეს თუ შემოპარული შფოთვა, რაზეც შვილზე ზრუნვის გამო გადაწყვეტთ ფსიქოლოგიური დახმარების მიღებას. შეიძლება საერთოდაც ფსიქოლოგი არ ახსენოთ ოჯახში. მთავარია, მალე გავერკვე თქვენს მდგომარეობაში და სწორი მიმართულება მოგცეთ. თუ წამალი დაგჭირდებათ,არც ესაა კატასტროფა ნაყოფისთვის. ისეთ წამალს შევარჩევთ, რაც ამ ასაკის ნაყოფზე არ იმოქმედებს. შესაძლოა წამალი სულაც არ დაგვჭირდეს.
და კიდევ, თანხამაც არ დაგაბრკოლოთ და არ ამის გამო არ გადადოთ შეხვედრა.
როცა დამიკავშირდებით, მითხარით, რომ ფეხმძიმე ხართ, ამ საიტიდან მირეკავთ და ვეცდები რაც შიეძლება მალე შევხვდეთ, თუ საჭირო იქნება, ვინმეს ვთხოვ თავისი დროის დათმობას.
მოკლედ, გელით. ყველაფერი გაირკვევა და დალაგდება.

Answers უპასუხა: ფსიქოთერაპევტი ექიმი დავით ანდღულაძე ტელ.: 593127144

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14551 მომხმარებელი
  • 16254 შეკითხვა
  • 18899 პასუხი

Google სტატისტიკა


328
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი