გვიანი ოვულაცი

თებ

22

2018

გამარჯობა, მაქვს ასეთი შემთხვევა, ბოლო მენსტრუაცია მქონდა 2017 წლის 27-31 დეკემბერს, იანვარში ციკლი არ მომივიდა, ამიტომ ტესტი გავიკეთე 4 თებერვალს, აჩვენა დადებითი პასუხი. 7 თებერვალს მივედი ექოსკოპიაზე და საშვილოსნო თავისუფალი იყო, ანუ ორსულობა არ დაფიქსირდა, 13 თებერვალს განმეორებით ექოსკოპიაზე კვლავ არ დაფიქსირდა ორსულობა, რის გამოც ჩამიტარდა ვაგინალური ექოსკოპია, რამაც აჩვენა 5 კვირის ორსულობა. რამდენიმე დღეში დამეწყო ალისფერი ჩამონადენი, ჩემი ექიმის უყურადრებობის გამო მივმართე სხვა ექიმს, ხელახლა გადავიღე ექოსკოპია, რამაც აჩვენა 3 კვირის ორსულობა. ექიმი ვარაუდობს რომ განაყოფიერება მოხდა გვიან, რადგან წესით ამ დროისთვის 8 კვირამდე უნდა ვყოფილიყავი. შესაძლებელია იყოს მართლაც გვიანი ოვვულაცია? და ნაყოფს პრობლემა არ შეექმნას?

მეან–გინეკოლოგია გამოაქვეყნა:
avatar
პასუხი #1

გვიანი ოვულაცია რომ ყოფილიყო 13 თებერვალს ჩატარებული ექოსკოიური გამოკვლევის მიხედვით უფრო მცირე ვადის ორსული იქნებოდით.თუ ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე იყო 27.12 ორსულობის ვადა 13 თებერვლისთვის შეესაბამება 5-6 კვირას, რაც ნიშნავს ოვულაციის ნორმალური პერიოდში დაორსულებას. ბოლო ექოსკოპიური გამოკვლევით დაფიქსირებული ვადის მიხედვით საფიქრებელია არაპროგრესირებადი ორსულობა.აღნიშნულის ერთ-ერთი კლინიკური ნიშანი ზემოთ მითითებული სისხლიანი გამონადენის არსებობაა.

Answers უპასუხა: ჩარკვიანი მარიამი, მეან-გინეკოლოგი ტელ: 898 17 05 25

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14756 მომხმარებელი
  • 16378 შეკითხვა
  • 19004 პასუხი

Google სტატისტიკა


292
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი