ქუჩაში მოწყვეტით წავიქეცი..

სექ

15

2017

გამარჯობათ. ასეთი რამ დამემართა მივდიოდი ქუჩაში და უცებ შემეზღუდა მოძრაობა არ ვიცი როგორ და დავეცი სახით , კიდე კაი როგორ არ ვიცი მაგრამ ხელმა გადამარჩინა რომ თავი არ დავარტყი, მთელი იდაყვი დამისისხლიანდა, ხლები, მუხლი.ექიმთან მისვლისას თავი მტკიოდა და გულისრევის შეგრძნება მქონდა. მახსოვს მომენტი სადაც წინ გოგოები იყურებოდნენ (გრძნობდნენ საფრთხეს)მერე კი ადგომში მეხმარებოდნენ და ვერ მოვიაზრე როგორ დავეცი. ავნერვიულდი, შემრცხვა, მეშინოდა სასტიკად კიდევ დაცემის. ექიმთან წამიყვანეს და ანალიზები დამინიშნეს(შაქარი, იოდი, საერთო)ემოციურ ფონს აბრალებენ, 120-90 მქონდა წნევა.. არა და 100 60 მაქვს ხოლმე. ინსულტი? ეპილეფზიისმაგვარი რამე? თუ რა მომივიდა. დროდადრო რაღაცეები მავიწყდება ხოლმე .. ნევ როზი გაქვსო მითხრა ერთხელ ნევროლოგმა მაგრამ ეს .. ასეთი არაფერი მქონია. ბავშვის პირველი დღე იყო სკოლაში, გამოსაყვანად მივდიოდი. იქნებ დამეხმაროთ, გამარვიოთ.

avatar
პასუხი #1

გაგიმარჯოთ, sofi18

რაც უკვე გამოიკვლიეს, საყურადღებო ცვლილებები იყო?
თუ მიმართეთ ამ შემთხვევის შემდეგ ისევ ნევროპათოლოგს და თუ გადაიღეთ ენცეფალოგრამა?

თუ ნევროლოგი გამორიცხავს ორგანულ (ეპილეფსიისმაგვარ) ცვლილებებს, მაშინ გირჩევთ, დროულად შევხვდეთ და საბოლოოდ გავარკვიოთ გათიშვის მიზეზი და ვიპოვოთ მომავალში განმეორების თავიდან აცილების გზა. ეს მომავალი გათიშვის შიშისგანაც გაგათავისუფლებთ. ასევე მიხედავთ ადრევე აღმოჩენილ ნევროზულ გამოვლინებებსაც.

Answers უპასუხა: ფსიქოთერაპევტი ექიმი დავით ანდღულაძე ტელ.: 593127144

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14551 მომხმარებელი
  • 16254 შეკითხვა
  • 18899 პასუხი

Google სტატისტიკა


328
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი