საშვილოსნოს ყელში კისტა და პოლიპი

თებ

19

2018

მოგესალმებით,
აღმომაჩნდა საშვილოსნოს ყელში კისტები დიდი რაოდენობით და პოლიპი. ექიმის დანიშნულებაში ერთ-ერთი წამალია: “ხოტიფოლი” 2 აბი 3X… ანოტაციაში მითითებულია: ნაღვლმდენი გზების დისკინეზის ჰიპოკინეტიკური ტიპის კომპლექსური თერაპია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე, ოლიგურია გულის უკმარისობისა და ღვიძლის ციროზის დროს.
მაინტერესებს რა კავშირშია საშვილოსნოს ყელში არსებული კისტები და პოლიპი ამ პრეპარატთან?
გმადლობთ წინასწარ.

მეან–გინეკოლოგია გამოაქვეყნა:
avatar
პასუხი #1

არ არის კავშირში. მითითებული დიაგნოზის შემთხვევაში მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულია.მაგ:პოლიპი აუცილებელია მოშორდეს ქირურგიული მეთოდით,შემდეგ უნდა ჩატარდეს მისი მორფოლოგიური გამოკვლევა.

Answers უპასუხა: ჩარკვიანი მარიამი, მეან-გინეკოლოგი ტელ: 898 17 05 25
avatar
პასუხი #2

ექიმს ქირურგიული ჩარევა არ უხსენებია, მითხრა რომ ამ მკურნალობის შემდეგ, მენსტრუაციიდან 6-7 დღეს მოყინვას გამიკეთებს.ვფიქრობ გადავემოწმო სხვა სამედიცინო დაწესეულებაში, სანამ წამლების მიღებას დავიწყებ.

Answers უპასუხა: nia
avatar
პასუხი #3

საშვილოსნოს ყელის მოყინვა, იგივე კრიოდესტრუქციაც წარმოადგენს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს. მართალია პოლიპის მოსაშორებლად მოყინვის მეთოდიც ეფექტურია, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში ნაკლად ითვლება ის გარემოება რომ ვერ ხერხდება პოლიპის უჯრედების(განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიპის ფეხის უჯრედების მორფოლოგიური გამოკვლევა) გამოკვლევა,ამიტომ უმჯობესია ზემოთ მითითებული მეთოდის არჩევა.

Answers უპასუხა: ჩარკვიანი მარიამი, მეან-გინეკოლოგი ტელ: 898 17 05 25
avatar
პასუხი #4

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის <3

Answers უპასუხა: nia

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14756 მომხმარებელი
  • 16383 შეკითხვა
  • 19013 პასუხი

Google სტატისტიკა


286
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი