სტრესი

ოქტ

5

2017

განვიცდი ყველაფერს, საშინელ სტრესს, შფოთვას , დეპრესიას . ყველაფრის იმედი დამეკარგა თითქოს , სრული აპათია მაქვს და დამეკარგა მიზნები , აღარაფერი მახარებს , არც მაბედნიერებს. სახლში პრობლემები , შეყვარბეულთან პრობლემები.. მას ბავშვობიდან ვიცნობ დიდი ხანი მოგვწონდა ერთმანეთი წლების მერე შევხვდით ერთმანეთს სოფელში და შეყვარებულები ვიყავით დღევანდელამდე. რაღაცეები მოხდა ძალიან ვუყვარდი მაფასებდა , აღმერთებდა მაგრამ მომატყუა ერთ გოგოსთან ჰქონდა ურთიერთობა როცა დროებით დავშორდით ..როცა ისევ მიხილა თვეების მერე ისევ მოინდომა ჩემთან დაბრუნება . ერთმანეთს ვერ ველევით რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს და როგორც არ უნდა მოვიტყუოთ თავი რომ სხვა შეგვიყვარდა. ბოლოს ერთმანეთთან მივდივართ მაინც.ერთმანეთს ვერ ვკარგავთ შევეჩვიეთ. ახლა აგდებულად მელაპარაკება, თითქოს არ მაფასებს , ყველაფერს როცა მწყინს ხუმრობაში მიტარებს მაგრამ ვახსოვარ და მკითხულობს. არ ვიცი რას ნიშნავს მისი ქცევა უკვე დროა რომ დასრულდესს მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე მიყვარს თუ უნდა გაგრძელდეს და ვიბრძოლო 🙁

ფსიქოლოგია გამოაქვეყნა:
avatar
პასუხი #1

მოგესალმებით, ANA.1998

როგორც აღნიშნავთ, რაც უნდა დიდი დრო გავიდეს, ერთმანეთს ვერ ელევით, ვერ კარგავთ და მაინც ერთად ხართ. ამას გიჩვენებთ თქვენი გამოცდილება და თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ მოსალოდნელია, რომ მიუხედავად დღვანდელი “აგდებულად ლაპარაკისა”, მაინც გამოსწორდება თქვენი ურთიერთობა.

არავინ უნდა გითხრათ, უნდა დასრულდეს თუ არა თქვენი ურთიერთობა. თქვენთვის სასარგებლო არ იქნება სხვისი ინსტრუქციით მოქმედება. ის კი კარგი იქნება, სხვების გამოცდილებას თუ გაიზიარებთ, სხვების ამბებს გაიგებთ, თქვენსას შეადარებთ, უკეთ გაერკვევით თქვენი ურთიერთობების ნიუანსებში, უფრო მეტი სიცხადით შეძლებთ თქვენი მომავლის პროგნოზირებას და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებას. ამაში შეიძლება თქვენთვის სასიკეთოდ გამოიყენოთ ფსიქოლოგი. მზა რეცეპტების მიღებას კი, ნამდვილად არ გირჩევთ.

Answers უპასუხა: ფსიქოთერაპევტი ექიმი დავით ანდღულაძე ტელ.: 593127144

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14551 მომხმარებელი
  • 16254 შეკითხვა
  • 18899 პასუხი

Google სტატისტიკა


328
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი