კატეგორიები

გვერდები

ტეგების ღრუბელი

თქვენი რჩევა მჭირდება

იან

19

2011

გთხოვთ მიპასუხეთ როგორ მოვიქცე, ეხოსკოპია გადავიღე გუშინ და მარჯვენა საკვერცხეზე მაქვს 72მმ-იანი კისტა.  მაქვს ერთი საკეისრო გაკეთებული მაშინ ექიმმა არ ამოკვეთა არ ვიცი რატო. მოკლედ ეხლა მინდა რომ მეორე გავაჩინო მაგრამ გინეკოლოგი მეუბნება რომ დიდია კისტა და საშიშროება რომ ნაყოპი მიაწვეს და გასკდესო. ცოტათი დაბნეული ვარ, მითხარით მართლა ასეთი საშიშია და აუცილებელია ჯერ ოპერაცია გავიკეთო? არ შეიძლება მეორე საკეისროზე ამომაჭრან კისტა? თუ ასეთი საშიშია ფეხმძომობის დროს ეს კისტა. ხო დამავიწყდა იმის თქმა რომ მზარდია კისტა ზომებში მატულობს 2010 წლის დეკემბერში მქონდა 67მმ ახლა კი გუშინდელ ეხოზე 72მმია უკვე. გთხოვთ მომწერეთ თქვენი რჩევა ძალიან მჭირდება. მადლობთ წინასწარ

მეან–გინეკოლოგია გამოაქვეყნა:
avatar
პასუხი #1

საკვერცხის კისტები არის სხვადასხვა სახის. თუ საკვერცხის კისტა არის დერმოიდული, პარაოვარიული ან ენდომეტრიალური, ასეთ შემთხვევაში კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოა. მკურნალობის ერთადერთ და ეფექტურ მეთოდათ ითვლება ქირურგიული მკურნალობა (ლაპაროსკოპია). თუ საკვერცხის კისტა მარტივია ანუ ის არის ფოლიკულური, ყვითელი სხეულის ან თეკა-ლუთეინური, მაშინ ასეთ შემთხვევაში 2-3 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში ტარდება ჰორმონოთერაპია, ანთების საწინააღმდეგო თერაპიის ფონზე. კონსერვატიული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში გადავდივართ მკურნალობის მეორე ეტაპზე ანუ ქირურგიულზე. საკვერცხის კისტამ ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები: კისტის ფეხზე შემოგრეხა, ანთება, ნეკროზი, ნაადრევი მშობიარობა. ამიტომ დაორსულებამდე აუცილებლად ჩაიტარეთ კისტის მკურნალობა. (კისტის ხასიათის მიხედვით შეირჩევა მკურნალობის გეგმა).

Answers უპასუხა: ჩარკვიანი მარიამი, მეან-გინეკოლოგი

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია უსაფრთხო ზამთარი ბავშვებისთვის

სტატისტიკა

  • 12378 მომხმარებელი
  • 14672 შეკითხვა
  • 17499 პასუხი

Google სტატისტიკა


826
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი