უძილობა,დეპრესია

დეკ

21

2017

გამარჯობა,ვარ 18 წლის.ძილის პრობლემები,რაც თავი მახსოვს,ყოველთვის მქონდა ან დაძინება მიჭირდა,ან გაღვიძება და თან რაც არ უნდა დიდ ხანს მძინებოდა,თავს თითქმის ყოველთვის დაღლილად და გამოუძინებლად ვგრძნობდი.წინა წლის სექტემბერს ეროვნული გამოცდებისთვის რომ დავიწყე მომზადება დაღლილობასთან ერთად ვიგრძენი,რომ ისე კარგად ვეღარ ვაზროვნებდი,მარტივი სიტყვები მავიწყდებოდა ან ერთმანეთში მერეოდა.ამისთვის დიდად ყურადღება არ მიმიქცევია უბრალოდ ნერვიულობას,დღეში რამოდენიმე გაკვეთილსა და გადაღლას დავაბრალე.გამოცდებამდე ერთი თვით ადრე დამეწყო ისევ უძილობა.რაც არ უნდა დაღლილი ვყოფილიყავი დილის 4-5 საათამდე ვერ ვიძინებდი.რა თქმა უნდა,ვნერვიულობდი გამოცდებზე და ვფიქრობ,ეს ამიტომაც ხდებოდა.შემდეგ ისიც დაემატა,რომ ერთ-ერთ გამოცდაში ჩავიჭერი,მაგრამ ამაზე დიდ ხანს არ მინერვიულია,რადგან ვიცოდი,რომ ამით არაფერი მთავრდებოდა.სამი თვე გავიდა ამ ყველაფრის შემდეგ,მაგრამ ისევ მიჭირს დაძინება და რომ ვიძინებ შემდეგ გაღვიძებაზე მექმნება პრობლემა.ამ ყველაფერს დეპრესიაც ემატება.მგონია,რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებ,არაფრის კეთება არ მინდა,ხანდახან საწოლიდან ადგომა და ოთახიდან გასვლაც კი არ მინდა,მაგრამ ეს გამოცდების გამო არ არის დიდი ხანია უკვე რაც ეს პრობლემა მაქვს.თან ამას ხასითის ცვლილებებიც ემატება შეიძლება ცუდ ხასითზე ვიყო და უცბად კარგ ხასიათზე დავდგე და შემდეგ ისევ მოვიწყინო,მოკლედ ძალიან ხშირად მეცვლება ხასიათი და ყველაფერი მაღიზიანებს გარშემო,ხშირად საყვარელი ადამიანებიც კი,რასაც ყველაზე მეტად განვიცდი.ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პატარა შავ ოთახში ვარ გამომწყვდეული,რომელსაც გასასვლელი არ აქვს და არ ვიცი როგორ მოვიქცე.თან ამ ყველაფერს ვერავის ვეუბნები და იქნებ მირჩიოთ რამე და მითხრათ თუ მაქვს შანსი,რომ ეს პრობლემები ჩემით მოვაგვარო.წინასწარ გიხდით მადლობას.

ფსიქოლოგია გამოაქვეყნა:

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14743 მომხმარებელი
  • 16358 შეკითხვა
  • 18980 პასუხი

Google სტატისტიკა


416
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი