ვარდისფერი სპერმა

იან

20

2018

ვარ 20 წლის ბიჭი და ბოლო 2 თუ სამი დღეა მასტურბაციისას სპერმა არის ღია მოვარდისფრო ფერის. შარდი ჩვეულებრივია. აბსოლუტურად არანაირი დისკომფორტი შარდ-სასქესო სისტემის ფიზიოლოგიასა და ანატომიასთან დაკავშირებით არ მაქვს, თუმცა შემოდგომაზე მარცხენა სათესლე ჯირკვლის ტკივილის გამო გადავიღე ექოსკოპია და მაქვს ჰიდროცელე – ჯირკვლები ანატომიურად იყო ნორმალური, თუმცა სულ ცოტათი იყო სითხე მომატებული. შარდის ანალიზიც მაშინ იყო ნორმალური. უროლოგთან არ მოვედი, თუმცა რამდენიმე კვირა ვსვი ქიმორალ ფორტე.
როგორც ვიცი, სპერმის ფერზე გავლენა აქვს საკვებსაც. დიარეის გამო ბოლო ერთი კვირაა დღეში 3-4-ჯერ ვსვამ შავი ანწლის წვენს, თითო სუფრის კოვზს.
გთხოვთ, მირჩიოთ რამე.

avatar
პასუხი #1

დავამატებ, რომ სტაფილოსფერსაც წააგავს.

Answers უპასუხა: Dragonfly1997
avatar
პასუხი #2

გირჩევთ ეწვიოთ უროლოგს და ჩაიტაროთ წინამდებარე ჯირკვლის(პროსტატის) სრული გამოკვლევა.

Answers უპასუხა: ექიმი უროლოგი-ანდროლოგი, ლევან ფიფია მობ.: 558698706

კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ ექსპერტს

კითხვის დასმისათვის აუცილებელია საიტზე შემოსვლა.

არ ხართ დარეგისტრირებული? დარეგისტრირდით »

ფიქრია ჟვანია ფაგოთერაპია

სტატისტიკა

  • 14754 მომხმარებელი
  • 16367 შეკითხვა
  • 18988 პასუხი

Google სტატისტიკა


328
უნიკალური
ვიზიტორი
Powered By Google Analytics

ინფექციური ეპიდემიის Online მსოფლიო რუკა

გახდი გულშემატკივარი